აპითერაპია სასუნთქი სისტემის დაავადებებისას

აპითერაპია სასუნთქი სისტემის დაავადებებისას

სტაფილოს წვენი თაფლით
ახლად გამოწურულ სტაფილოს წვენს შევურიოთ თაფლი პროპორციით 2;1. მივიღოთ 1 სუფრის კოვზი 4-5ჯერ დღეში
გამოიყენება ბავშვებში ხველების დროს
———————

თაფლი და ზეითუნის ზეთი 
1;1 შერეული თაფლი და თბილი ზეითუნის ზეთი მივცეთ ბავშვს 1 ჩაის კოვზი 3-4ჯერ დღეში
გამოიყენება ხველების და ყივანახველის დროს.
—————–

მრავალძარღვა და თაფლი 
500 გრ თაფლი და 500 მლ მრავალძარღვას წვენი შეურიოთ ერთმანეთს და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 20 წუთი. გაგრილების მერე მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 3ჯერ დღეში წამამდე 20-30 წუთით ადრე.
გამოიყენება ხველების დროს. თბილი ხსნარი იგივე დოზებით გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება.
————–

ბოლოკი თაფლით 
მოზრდილი ბოლოკი გავრეცხოთ, გადავაჭრათ თავი და გავაკეთოთ ჩაღრმავება ისე, რომ მასში ჩაეტიოს 2 სუფრის კოვზი თაფლი. ზემოდან დავაფაროთ მუყაო და გავაჩეროთ 3-4საათი. მიღებული წვენი მოზრდილთათვის 1 სუფრის კოვზი, ხოლო ბავშვებისთვის 1 ჩაის კოვზი 3-4ჯერ დღეში20-30 წუთით ადრე ჭამამდე. ბოლო მიღება უკეთესია ძილის წინ
გამოიყენება მშრალი ხველების დროს. განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებში.
——————

ბოლოკი, სტაფილო და თაფლი
100 მლ ბოლოკის და სტაფილოს წვენს დავამატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი,
გამოიყენება ხველების დროს
——————–

ანისელი (ცერეცო) თაფლით 
2 სუფრის კოვზ ანისელის თესლს დავასხათ 0,5ლიტრი მდუღარე წყალი, დავაფაროთ და 25 წუთი გავაჩეროთ ე.წ. ორთქლის აბანოზე. გადმოვდგათ, გავაჩეროთ კიდევ 20-30 წუთი, გავწუროთ, 1 ჭიქა ნახარშს დავამატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და მივიღოთ ¼ ჭიქა 3-4ჯერ დღეში
გამოიყენება ხველების დროს
——————

შავი მოცვარი თაფლით 
გამოვწუროთ შავი მოცვრის წვენი, გემოვნებით დავუმატოთ თაფლი და 3ჯერ დღეში მივიღოთ ½ ჭიქის ოდენობით
გამოიყენება ძლიერი ხველების დროს
—————

იასამანი თაფლით 
1 ჩაის კოვზ იასამნის დაქუცმაცებულ ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 30 წუთი, გავწუროთ, გემოვნებით დავამატოთ თაფლი  და თითო ჭიქა, 2ჯერ დღეში დავლიოთ
გამოიყენება მშრალი ხველებისას, როგორც ამოსახველებელი საშუალება.
—————-

ხახვი თაფლით და შაქრით 
500 გრ ხახვი გავარჩიოთ და წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ 40 გრ შაქარი, 50 გრ თაფლი, 1 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ 3 საათი. გავაციოთ, გავწუროთ და ჩავასხათ მუქი ფერის შუშის ჭურჭელში. მივიღოთ 4-6ჯერ დღეში, თითო სუფრის კოვზი. შევინახოთ მაცივარში.
გამოიყენება ძლიერი ხველების, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის დროს
——————

კომბოსტოს კომპრესი
კომბოსტოს ფოთოლი 1 წუთით მოვათავსოთ მდუღარე წყალში, ამოვიღოთ, გავშალოთ სუფთა დოლბანდზე და წავუსვათ თაფლი. თბილი, თაფლიანი კომბოსტოს ფოთოლი დავადოთ გულმკერდის ფიცარს ისე, რომ არ დავფაროთ გულის არე. იგივე გავაკეთოთ ზურგზე, ფილტვების არეზე (ხერხემალს არ დავაფაროთ.)
გამოიყენება ძლიერი ხველების დროს და ანთებითი პროცესის გაწოვის მიზნით
——————-

ბოლოკი თაფლით №2. 
თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ერთმანეთს ახლად გამოწურული ბოლოკის წვენი და თაფლი და მივიღოთ 4-6ჯერ დღეში ¼ ჭიქა. ბავშვებისათვის – დოზის ნახევარი.
გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო და ხველების დამამშვიდებელი საშუალება, აგრეთვე ყივანახველის და ტუბერკულოზის დროს.
——————–

ია თაფლით 
2 სუფრის კოვზი ტყის იის ხმელი ფოთლები დავაქუცმაცოთ, ფაიფურის ჩაიდანში დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროტ 15 წუთი და  ½ ჭიქა თბილი ნაყენი დავლიოთ 3ჯერ დღეში (გემოვნებით დავამატოთ თაფლი). ძლიერი ხველების დროს, 50 მლ ნაყენი მივიღოთ ყოველ 3 საათში ერთხელ.
გამოიყენება ხველების, ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს
———————–

№16. ფიჭვის კვირტები 
მაისის ბოლოს მოგროვილი ფიჭვის ან ნებისმიერი სხვა წიწვოვანის კვირტები (3-5 ცმ. ზომის) წვრილად დავაქუცმაცოთ, მოვათავსოთ ემალის ქვაბში, დავასხათ მდუღარე წყალი (1 კგ. კვირტებზე – 4 ლიტრი წყალი) და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 10-15 წუთი. გავაგრილოთ, გავწუროთ და დავამატოთ თაფლი და დინდგელის ნაყენი (1 ლიტრ ნახარშზე – 1 კგ თაფლი და 10 მლ. 30%-იანი დინდგელის ნაყენი). მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 3-4ჯერ დღეში ჭამამდე.
გამოიყენება ხველების, ბრონქიტის, ფარინგიტის, გრიპის დროს.
————————-

№18. ანისელის (ცერეცო) თესლი თაფლით და კონიაკით 
½ ჭიქა ანისელის (ცერეცო) თესლი მოვათავსოთ ემალის ქვაბში, დავასხათ 1 ჭიქა ანადუღარი, ოთახის ტემპერატურის წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 12-15 წუთი. გადმოვდგათ, გავაჩეროთ 15 წუთი, გავწუროთ და ჯერ კიდევ თბილ ნახარშს დავამატოთ ¼ ჭიქა თაფლი (სასურველია ცაცხვის) და 1 სუფრის კოვზი კონიაკი. კარგად აურიოთ და მივიღოთ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ თითო სუფრის კოვზი.აღადგენს დაკარგულ ხმას.
—————–

№20. ძლიერი ფილტვები (ხალხური)
ნაღების კარაქი – 50
ცხვრის ქონი – 500
კაკაოს ფხვნილი – 100
კვერცხი – 10 ცალი
თაფლი – 500
ყველაფერი კარგად შეურიოთ ერთმანეთს, შევინახოთ გრილ ადგილას და მივიღოთ 3ჯერ დღეში თითო სუფრის კოვზი თბილ რძესთან ერთად.
გამოიყენება ფილტვების დაავადებების დროს
———————

№21. ძლიერი ფილტვები (ხალხური)№2
ალოეს წვენი – 1 სუფრის კოვზი
ნაღების კარაქი – 100 გრ
ღორის ქონი (მუცლის) – 100 გრ
კაკაო – 50 გრ
თაფლი – 100 გრ
ყველაფერი კარგად შეურიოთ ერთმანეთს. მივიღოთ თითო სუფრის კოვზი (ბავშვებისთვის – 1 ჩაის ან დესერტის კოვზი) 2-ჯერ დღეში 1 ჭიქა თბილ რძესთან ერთად.
გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, და ბრონქების და ფილტვების სხვა დაავადებების დროს.
————————-

კომბოსტო და თაფლი 
1 ჭიქა კომბისტოს წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი მოვიღოთ დღეში 2ჯერ ჭამამდე
გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
—————–

თაფლის კომპრესი 
2 წილი თაფლი, 1 წილი ალოეს წვენი, 3 წილი არაყი შეურიოთ ერთმანეთს და გავათბოთ 40° – მდე. თბილი კომპრესი დავადოთ ავადმყოფს გულმკერდის ზედა ნაწილში (გულის არეს რომ არ დაეფაროს)
გამოიყენება ბრონქიტის დროს.
——————

ნიგოზი, ლიმონი, ალოე, თაფლი
500 გრ გატარებული ნიგოზი + 300 გრ თაფლი + 100 გრ ალოეს წვენი + 3-4 ლიმნის წვენი. მივიღოთ თითო სუფრის კოვზი (ბავშვებს ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში ნახევარი საათით ადრე ჭამამდე.
გამოიყენება სუსტი ფილტვების და ბრონქების დროს.
—————–

ჭარხალი, ლიმონი, თაფლი
ლიმონი (წვენი) – 1 ჭიქა
ჭარხალი (წვენი) –1ჭიქა
თაფლი – 2 ჭიქა
ყველაფერი კარგად შეურიოთ ერთმანეთს. მივიღოთ 1-2 სუფრის კოვზი 3ჯერ დღეში ჭამამდე. შევინახოთ მაცივარში
გამოიყენება ქრონიკული ბრონქიტის დროს.
—————

ინჰალაციები
60 გრ დინდგელი და 40 გრ ცვილი მოვათავსოთ პატარა ზომის ალუმინის ჭურჭელში, რომელსაც ჩავდგავთ უფრო დიდი ზომის ჭურჭელში ცხელი წყლით.
ინჰალაციები ვიკეთოთ 2 თვის განმავლობაში 10 წუთი დილით და საღამოს. ინჰალაციის შემდეგ უმჯობესია 2 საათი სახლში ყოფნა.
გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის დროს
——————-

ალთეს ცივი ნაყენი
1 სუფრის კოვზ ალთეს ფესვს დავასხათ 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, გავაჩეროთ 1 საათი და გავწუროთ. მიღებულ ლორწოვან ნაყენს გემოვნებით დავამატოთ თაფლი და დავლიოთ 1-2 სუფრის კოვზი (ბავშვებს – ჩაის კოვზი) ყოველ 2 საათში ერთხელ. ნაყენი მაცივარში შევინახოთ არა უმეტეს 2 დღისა.
ცივი წყლით დამზადებულ ნაყენში ალთედან გამოდის მხოლოდ ლორწო.
გამოიყენება ქრონიკული ბრონქიტის, ტრაქეიტის, ფილტვების ანთების, ბრონქული ასთმის  დროს (განსაკუთრებით ბავშვებში)
—————-

ალთეს ცხელი ნაყენი
1 სუფრის კოვზ ალთეს ფესვს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე  წყალი, გავაჩეროთ ორთქლის აბანოზე 15 წუთი, გადმოვდგათ და კიდევ ნახევარი საათი გავაჩეროთ, გადავწუროთ, დავამატოთ თაფლი გემოვნებით და დავლიოთ 1-2 სუფრის კოვზი (ბავშვებს – ჩაის კოვზი) ყოველ 2 საათში ერთხელ. ნაყენი მაცივარში შევინახოთ არა უმეტეს 2 დღისა.
ცხელი წყლით დამზადებულ ნაყენში ალთედან გამოდის ლორწო და სახამებელი
გამოიყენება ქრონიკული ბრონქიტის, ტრაქეიტის, ფილტვების ანთების, ბრონქული ასთმის  დროს (განსაკუთრებით ბავშვებში)
—————–

ალოე თაფლით
ალოეს ქვედა ფოთლები გავრეცხოთ, დავაქუცმაცოთ, გამოვწუროთ წვენი და დავამატოთ თაფლი (5 მლ წვენზე – 1 გრ თაფლი). თითო ჩაის კოვზი, ყოველთვის ახლად მომზადებული ნარევი, მივიღოთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე.
გამოიყენება  ბრონქიტის, ტრაქეიტის დროს
—————–

ვირისტერფას (мать-и-мачеха) ნაყენი 
5 გრ ვირისტერფას ფოთლებს, ემალის ჭურჭელში დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაფაროთ და 15 წუთით მოვათავსოთ ორთქლის აბანოზე, გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე და გავწუროთ. ანადუღარი წყლით შევავსოთ 200 მლ-მდე და დავამატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. 1/3ჭიქა მივიღოთ 2-3ჯერ დღეში .
გამოიყენება ტრაქეიტის, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზების, ფილტვების ანთების დროს, როგორც ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ოფლის მომდენი საშუალება
—————

ბრონქოექტაზი (bronchoectasis; ბრონქ + ბერძ. ektasis გაფართოვება) – ბრონქების გარკვეული უბნების გაფართოვება, მათი კედლების ანთებითი – დისტროფიული ცვლილებების ან განვითარების ანომალიის გამო.
——————-

თაფლის ინჰალაციები
ჩაიდანში, მოცულობის ¼ წყალი ჩავასხათ, ავადუღოტ, გადმოვდგათ, მაშინვე დავამატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ჩაიდანის ცხვირზე ჩამოცმული რეზინის მილით ფრთხილად (დამწვრობა რომ არ გამოვიწვიოთ) ვისუნთქოთ 20 წუთის განმავლობაში. უმჯობესია ძილის წინ.
გამოიყენება ტრაქეიტის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის დროს.
——————

დინდგელის ნაყენი № 1. 
50 მლ ანადუღარ წყალში ჩავასხათ 30-40 წვეთი 10%-იანი დინდგელის ექსტრაქტი და მივიღოთ 3ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე. ანტიბიოტიკებთან ერთად მიღებისას, ნაყენი აძლიერებს მათ ანტიმიკრობულ მოქმედებას. იმავდროულად კარგია გულმკერდის და ზურგის დაზელვა და კომპრესები დინდგელის წყლის ან სპირტიანი ნაყენით.
გამოიყენება ბრონქიტის და ფილტვების ანთების დროს.
———————

დინდგელის ნაყენი № 2.  
96° სპირტზე დამზადებული 20%-იანი დინდგელის ნაყენი 3ჯერ დღეში მივიღოთ 20-30 წვეთი (პაციენტის წონის შესაბამისად) ჭამამდე 1საათით ადრე. მკურნალობის კურსი – 2-6 კვირა (დაავადების სიმძიმის მიხედვით).
გამოიყენება ტრაქეიტის, ბრონქიტის, პნევმონიის, ფილტვის ტუბერკულოზის დროს.
——————-

დინდგელის კარაქი ზეითუნის ზეთზე
ზეითუნის ზეთზე დამზადებული დინდგელის კარაქი მივიღოთ 10-15 გრ-ის ოდენობით პურზე წასმული ან ნახევარი ჩაის კოვზი თბილ რძესთან ერთად, 2ჯერ დღეში, გამოჯანმრთელებამდე; ტუბერკულოზის შემთხვევაში – 2 თვე.
გამოიყენება ფილტვების და ბრონქების დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის დროს
—————-

ყვავილის მტვერი თაფლით
1;1 შერეული ყვავილის მტვერი და თაფლი მივიღოთ თითო დესერტის კოვზი 2-3ჯერ დღეში, 1-2 თვის განმავლობაში.
გამოიყენება ბრონქიტის, პნევმონიის, აბსცესის და სხვ., როგორც დამატებითი, დამხმარე საშუალება მკურნალობის მეტი ეფექტურობისათვის.
————————–

ფუტკრის თაფლი
100-150 გრ დღეში, განაწილებული რამოდენიმე მიღებაზე (უმჯობესია წყალში გახსნილი)
Принимать 100-150 гр. мёда в день за несколько приёмов.
Применяется как вспомогательное средство при лечении абсцесса лёгких.
გამოიყენება ფილტვის აბსცესის დროს, როგორც დამატებითი, დამხმარე საშუალება მკურნალობის მეტი ეფექტურობისათვის.
————–

ფილტვის აბსცესი (a. pulmonus) – პნევმონიის გართულების ან ფილტვში ჩირქოვანი ინფექციის შეტანის შედეგად, ფილტვის ქსოვილში განვითარებული პროცესი.

————

№61. Подорожник большой с мёдом.
მრავალძარღვას ყვავილობამდე მოკრეფილი ფოთლების წვენი თაფლთან ერთად (1:1) მივიღოთ 1-2 სუფრის კოვზი 1/3 თბილ წყალში, დღეში 3-4ჯერ, ხველების შეტევის დროს.
გამოიყენება ფილტვების ქრონიკული დაავადებების, ემფიზემის დროს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ხველების შესამსუბუქებელი საშუალება
———-

ფილტვის ემფიზემა (emphysema pulmonum) – ფილტვის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ფილტვში გადამეტებული ჰაერის არსებობით (”გაბერვა”)
—————

ბალახების ნაყენი თაფლით
ფიჭვის კვირტები – 40
ვირისტერფა (ფოთლები) – 30
მრავალძარღვა (ფოთლები) – 30
ნაკრების 2 სუფრის კოვზი მოვათავსოთ თერმოსში, დავასხათ 0,5 ლიტრი წყალი, გავაჩეროთ 1-2 საათი და გავწუროთ. გემოვნებით დავამატოთ თაფლი და 4-6ჯერ დღეში, 80-100 მლ ოდენობით მივიღოთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე
გამოიყენება ფილტვის ემფიზემის დროს, როგორც სპაზმის მოსახსნელი და ამოსახველებელი საშუალება
——————-

ფუტკრის რძე
20-30 გრ ფიტკრის რძე (ან 2-3 აბი ”აპილაკი”) მივიღოთ 3ჯერ დღეში, ენის ქვეშ, სრულ დადნობამდე. მიღებამდე, სასურველია 1 ჭიქა მინერალური წყლის დალევა.
გამოიყენება ბრონქული ასთმის და ასთმოიდური ბრონქიტის დროს.
——————

ვარდი, გოგრა, მრავალძარღვა, ღვინო და თაფლი 
ვარდის ყვავილი – 100 გრ
გახეხილი უმი გოგრა – 500 გრ
წვრილად დაჭრილი მრავალძარღვას ფოთლები – 5 ცალი
თაფლი – 2 სუფრის კოვზი
მშრალი წითელი ღვინო -1 ლიტრი
შეურიოთ ერთმანეთს და გავათბოთ ადუღებამდე (არ ადუღდეს)
გავაჩეროთ 1 დღე-ღამე, გადავწუროთ და მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 5ჯერ დღეში.
გამოიყენება ბრონქული ასთმის და ასთმოიდური ბრონქიტის დროს.
——————

სამკურნალო ბალზამი №1. 
ალოეს წვენი – 1 ჭიქა
ლიმნის წვენი – 1 ჭიქა
ხახვის წვენი – 1 ჭიქა
შტოშის (Клюква) კენკრა – 1 ჭიქა
შავი ბოლოკი – 1 ჭიქა
ჭარხალი – 1 ჭიქა
თაფლი – 1 ჭიქა
შაქარი – 1 ჭიქა
96° სპირტი – 1 ჭიქა
ყველაფერი შეურიოთ ერთმანეთს და შევინახოთ მაცივარში.
მივიღოთ 2 სუფრის კოვზი 3ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გამოიყენება ბრონქული ასთმის დროს და მისი გამწვავების პროფილაქტიკისათვის.
———————-

სამკურნალო ბალზამი №2.
ნაღების კარაქი – 50
თაფლი – 500
ცხვრის ქონი (სხვა – არა) – 500
კაკაოს ფხვნილი – 100
ქათმის კვერცხი – 10 ცალი
ყველაფერი შეურიოთ ერთმანეთს და ვხარშოთ 1-2 წუთი, ისე, რომ არ ადუღდეს. გაციებამდე ურიოთ. მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 3ჯერ დღეში, თბილი რძის დაყოლებით ან თბილ რძეში გახსნილი, 1 თვის განმავლობაში. 2-კვირიანი შესვენების მერე, შეგვიძლია გამეორება
გამოიყენება ბრონქული ასთმის დროს
——————–

დინდგელი
30 დღის განმავლობაში, ერთხელ დღეში დავღეჭოთ 1 გრ დინდგელი. როდესაც მომწარო გემო გაძლიერდება, ხოლო დინდგელი დაიწყებს დაფხვნას – ჩავყლაპოთ.
მკურნალობის დროს მივიღოთ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები
გამოიყენება ბრონქული ასთმის დროს.
——————–

ნიგოზი თაფლით
თანაბარი რაოდენობით შერეული ნიგოზი და თაფლი მივიღოთ დღეში 100 გრ, 3-4 მიღებაზე განაწილებული.
გამოიყენება ტუბერკულოზის მკურნალობისას და ნებისმიერი დაავადებით დასუსტებული ავადმყოფებისათვის
——————

ალოე თაფლით
1 კგ 3-5 წლიანი ალოეს ფოთლები გავრეცხოთ, გავამშრალოთ, მოვაჭრათ გვერდითი ეკლები და გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. მოვათავსოთ ემალის ჭურჭელში და დავასხათ 0,5 კგ მაისის თაფლი და 1 ლიტრი წითელი ღვინო. მჭიდროდ დავახუროთ და 5 დღე შევინახოთ მაცივარში. დღეში 2ჯერ მივიღოთ პირველი 5 დღე – თითო ჩაის კოვზი, ხოლო შემდეგ – თითო სუფრის კოვზი. მკურნალობის კურსი – 2 კვირიდან – 1,5 თვემდე (საჭიროების მიხადვით)
გამოიყენება ტუბერკულოზის, მწვავე რესპირატორული დაავადების, გრიპის დროს.
———————

ბალზამი ხალხური რეცეპტით
თაფლი – 200 გრ
კაკაო – 200 გრ
ღორის ქონი (მუცლის) – 200 გრ
ნაღების კარაქი – 200 გრ
მოვათავსოთ ალუმინის ქვაბში და ნელ ცეცხლზე, მუდმივი მორევით დავადნოთ. როგორც კი ადუღდება, გადმოვდგათდა გავაციოთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა მოვათავსოთ შუშის ქილებში და მაცივარში შევინახოთ.
მივიღოთ თითო ჩაის კოვზი, თბილ რძეში გახსნილი, 3-4ჯერ დღეში, ვიდრე გათავდება.
გამოიყენება ტუბერკულოზის და ძლიერი სიგამხდრის დროს.
——————

ყვავილის მტვერი 
თითო ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი მივიღოთ 3ჯერ დღეში. ბავშვებში დოზა შემცირდეს ასაკის შესაბამისად 1/3 – ½ ჩაის კოვზი. მკურნალობის კურსი – 30-45 დღე.
პროფილაქტიკისათვის საკმარისია 1 ჩაის კოვზი ყვავილის მტვრის, ერთხელ დღეში მიღება
გამოიყენება სხვადასხვა ლოკალიზაციის ტუბერკულოზის დროს (ფილტვის, ბრონქების, ლიმფური კვანძების, თირკმლის და სხვ.)
—————–

ყვავილის მტვერი თაფლით
თანაბარი რაოდენობით შერეული ყვავილის მტვერი და თაფლი, თითო სუფრის კოვზი 3ჯერ დღეში მივიღოთ 20-30 წუთით ადრე ჭამამდე. მიღება დავიწყოთ ოპერაციამდე 2-3 კვირით ადრე და გავაგრძელოთ ოპერაციის მერე 1-2 თვე.
გამოიყენება ფილტვზე ოპერაციის საჭიროებისას.
——————-

დინდგელიანი წყალი
1-2 სუფრის კოვზი დინდგელიანი წყალი მივიღოთ 3-4ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი – 4-10 თვე (ყოველი 2 თვის მერე – 2-კვირიანი შესვენება)
გამოიყენება სხვადასხვა ლოკალიზაციის ტუბერკულოზის დროს
 —————

ჟოლო თაფლით. 
1 სუფრის კოვზ ჟოლოს ნაყოფს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 10-15 წუთი, დავამატოთ თაფლი გემოვნებით და მივიღოთ 3-4ჯერ დღეში.
გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადების, გრიპის დროს. სუკეთესოდ უწყობს ხელს ოფლის გამოყოფას.
—————

 ცაცხვი და ჟოლო თაფლით

თითო სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი და ჟოლოს ნაყოფი მოვათავსოთ ემალის ქვაბში, დავასხათ 2ჭიქა მდუღარე წყალი და 5 წუთი გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე. გაგრილების მერე, გავწუროთ და დავამატოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. მივიღოთ ½ ჭიქა 3-4ჯერ დღეში
გამოიყენება გრიპის დროს, როგორც ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ოფლმდენი საშუალება.
————-

ხახვი თაფლით
10 გრამ დაქუცმაცებულ ხახვს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ ნახევარი საათი, შემდეგ დავამატოთ 200 გრ თაფლი და მიღებული ხსნარით  3-5ჯერ დღეში გამოვივლოთ პირის ღრუ და ცხვირი
გამოიყენება გრიპის პროფილაქტიკისათვის
————–

ნიორი თაფლით
დავნაყოთ ნიორი და 1:1შეურიოთ თაფლი. მივიღოთ თითო ჩაის კოვზი 2ჯერ დღეში, თბილი წყლის დაყოლებით
გამოიყენება გრიპის პროფილაქტიკისათვის
————-

ლიმონი თაფლით
თხლად დაჭრილ ლიმონს მინის ქილაში ფფენა-ფენა დავასხათ თაფლი და დავაცადოთ, ვიდრე გამოიყოფა წვენი. მიღებული წვენი (ყავის ჭიქაში – 1/3წვენი და  დანარჩენი 2/3 – ცხელი წყალი) დავლიოთ დღეში 3-4 ჯერ და, დამატებით ხველების შეტევისას .
დავნაყოთ ნიორი და 1:1 შეურიოთ თაფლი. მივიღოთ თითო ჩაის კოვზი 2ჯერ დღეში, თბილი წყლის დაყოლებით
გამოიყენება მშრალი ხველების დასარბილებლად,გრიპის დროს.
—————–

ლიმონი თაფლით № 2. 
1 ჭიქა თბილ წყალში გავხსნათ25 გრ თაფლი,  ჩავაწუროთ ½ ლიმნის წვენი და დავლიოთ
გამოიყენება გრიპის, გაციების დროს.
————

ვაშლის ჩირი თაფლით
1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ვაშლის ჩირს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 5 წუთი ვხარშოთ. გადავდგათ, გავაჩეროთ ½ საათი, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1/3 ჭიქა ნაყენი მივიღოთ დღეში 3ჯერ.
გამოიყენება მშრალი ხველების დროს, ნახველის გათხევადების მიზნით.

.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

...

Share this...Share on Facebook
Facebook