აპითერაპია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისას

აპითერაპია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისას

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს და, განსაკუთრებით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა რაციონიდან ამოღებულ იქნას შემწვარი, შებოლილი, მლაშე, ცხარე საკვები. შაქარს, სასურველია მთლიანად შეენაცვლოს თაფლი. უნდა აიკრძალოს ალკოჰოლი, გარდა გარკვეული ოდენობით ნატურალური ღვინისა. საკვების მიღება უნდა ხდებოდეს მცირე ულუფებით,  დღეში 4-6 ჯერ, რათა არ გადაიტვირთოს კუჭ-ნაწლავი და ჰქონდეს საკვების კარგი მონელების საშუალება.
გამორიცხულია ჩიფსების, ბატი-ბუტის, სანელებლებიანი ორცხობილების და ა.შ. მიღება. ამგვარი საკვები არასასურველია ჯანმრთელებისთვისაც. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებისათვის ასეთი საკვების მიღება მომავალში გასტრიტის და კუჭის წყლულის ჩამოყალიბების მყარი გარანტიაა.

შვრიის ნახარში თაფლით
1 ჭიქა შვრიის მარცვლებს დავასხათ 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ იქამდე, ვიდრე სითხის ¾ დარჩება. ნახარში გადავწუროთ, გემოვნებით დავამატოთ თაფლი  და მივიღოთ ½ ჭიქა 3-4 ჯერ დღეში ჭამამდე.
გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს. ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება.
————————

ალთეს ყვავილები თაფლით
2 სუფრის კოვზ ალთეს ყვავილებს, ფაიფურის ჭურჭელში დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 10-15 წუთი, დავამატოთ თაფლი გემოვნებით და ½ ჭიქის ოდენობით დავლიოთ დღეში 2-3 ჯერ.
გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს.
———————

კამა თაფლით
თერმოსში მოთავსებულ 2 სუფრის კოვზ კამის თესლს დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, გავაჩეროთ ნახევარი საათი, გადავწუროთ, დავამატოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და დავლიოთ ½ ჭიქა 3-4 ჯერ დღეში.
გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების დროს, კუჭისა და ნაწლავების არეში ტკივილის დროს.
—————————

სტაფილო თაფლით
თანაბარი რაოდენობით აღებული ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი და თაფლი შეურიოთ ერთმანეთს და მივიღოთ ¼ ჭიქა დღეში 3 ჯერ
გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევის დროს.
——————-

ყვავილის მტვერი თაფლით
180 გრ თაფლი გავხსნათ 800 მლ ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალში და შეურიოთ 50 გრ ყვავილის მტვერი. ნარევი დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე რამოდენიმე დღე, ვიდრე დუღილს დაიწყებს. მივიღოთ ½ – 2/3 ჭიქა, დღეში ერთხელ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, 4-6 კვირის განმავლობაში.
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობისას, აძლიერებს წამლების სამკურნალო ეფექტს.
————————

დინდგელი
0,5 გრ მაღალხარისხიანი, სუფთა დინდგელი (ხორბლის მარცვლის ოდენა ბურთულა) გადავყლაპოთ 3-4 ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შესაძლოა გავზარდოთ 5 გრამამდე.
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს
—————-

დინდგელის რძე
მოვამზადოთ დინდგელის რძე. (იხ. ცნობარი).
მკურნალობის მიზნით მივიღოთ 1/3 ჭიქა 3-4 ჯერ დღეში, 4-6 კვირის განმავლობაში
პროფილაქტიკის მიზნით – ¼ – 1/3 ჭიქა ერთხელ დღეში.
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის  დაავადებების დროს, აგრეთვე, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება, განსაკუთრებით სასარგებლოა მოხუცებისათვის და სახვა დაავადებებით დასუსტებული ბავშვებისათვის
—————-

დინდგელი ზეითუნის ზეთზე
ზეითუნის ზეთზე დამზადებული, 10-15 გრ დინდგელის კარაქი, მივიღოთ პურზე წასმული 2ჯერ დღეში ან თითო სუფრის კოვზი 3ჯერ დღეში ნახევარი საათით ადრე ჭამამდე, 20-30 დღე
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. როგორც გარეგანი საშუალება – სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს.
————————-

”აპილაკი”
მეძუძურმა დედამ 3-4ჯერ დღეში უნდა მიიღოს 20 მგ – 2 აბი ”აპილაკი” (ენის ქვეშ). უმჯობესდება გამოყოფილი რძის რაოდენობა და ხარისხი
გამოიყენება ძუძუმწოვარ ბავშვთა ჰიპოტროფიის და საჭმლის მონელების დარღვევის დროს.
———————

ფუტკრის თაფლი
30-35 გრ თაფლი 1 ჭიქა თბილ ანადუღარ წყალში მივიღოთ 3 ჯერ დღეში,  ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე ან ჭამიდან 3 საათის მერე. სადღეღამისო დოზა – 70-100 გრ თაფლი (ამ დროს უნდა გამოირიცხოს სხვა ტკბილეულის მიღება). მკურნალობის კურსი – 1,5-2 თვე. 2-კვირიანი შესვენების მერე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გამეორება.
თუ უზმოზე მიღებული თაფლი გულძმარვას იწვევს, თაფლი უნდა მივიღოთ ხაჭოსთან, ფაფასთან ან რძესთან ერთად.
თბილ რძესთან ერთად მიღებული თაფლი აქვეითებს მჟავიანობას, ამცირებს კუჭის კედლების ტონუსს და სწრაფად შეიწოვება. მედიკამენტების მიღებისას, თაფლის მიღება ამცირებს ხიმიური პრეპარატების უარყოფით გავლენას.
გამოიყენება მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
დაბალი მჟავიანობის დროს, თაფლიანი ხსნარი უნდა დამზადდეს ცივ წყალში და მივიღოთ 5-10 წუთით ადრე ჭამამდე.
————–

გასტრიტი (gastritis; გასტრ- + -იტი) – კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი, ხრონიკული მიმდინარეობისას, სტრუქტურული ცვლილებებით ლორწოვან გარსში.
——————–

წყლული (ulcus) – კანის, ლორწოვანი გარსის ან მიმდებარე ქსოვილის დეფექტი, რომლის შეხორცების პროცესი (გრანულაციების განვითარება, ეპიტელიზირება) დარღვეულია და საგრძნობლად შენელებულია.
———————-

კარტოფილის წვენი თაფლით
ახლად გამოწურულ ½ ჭიქა კარტოფილის წვენს დავამატოთ ½ სუფრის კოვზი თაფლი და 2-3 ჯერ დღეში მივიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 10 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღე შევისვენოთ და კიდევ 10 დღე მივიღოთ.
გამოიყენება მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს
—————

ქრონიკული გასტრიტი (g. chronica) – ხანგრძლივად მიმდინარე გასტრიტი, რომელიც ხასიათდება ლორწოვანი გარსის სტრუქტურული ცვლილებების განვითარებით (ატროფია, მეტაპლაზია)
—————-

მრავალძარღვას წვენი თაფლით
500 მლ მრავალძარღვას ფოთლების წვენს დავამატოთ 500 გრ თაფლი და 15-20 წუთი ნელ ცეცხლზე ვხარშოთ. გავაგრილოთ და მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 3ჯერ დღეში.
გამოიყენება ნორმალური და დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს 
———————

ყვავილის მტვერი
თანაბარი რაოდენობით აღებული ყვავილის მტვერი და თაფლი კარგად შეურიოთ ერთმანეთს და გრილ ადგილას შევინახოთ. ერთი ჩაის ან დესერტის კოვზ ნარევს დავასხათ 50 მლ ანადუღარი წყალი, მოვურიოთ და გავაჩეროთ 2-3 საათი. მივიღოთ ცივი ხსნარი 3-4 ჯერ დღეში ჭამის წინ, ერთი თვის განმავლობაში. 10 დღიანი შესვენების მერე, გავიმეოროთ.
დასაშვებია ფარმაკოლოგიური პრეპარატების პარალელურად მიღება.
გამოიყენება დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს
—————–

დინდგელის ნაყენი
30%-იანი დინდგელის ნაყენი მივიღოთ ½ ჭიქა თბილ წყალში ან რძეში, 20 წვეთი, 3ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე, 3-4 კვირა. მკურნალობის დროს აუცილებელია სათანადო დიეტის დაცვა
გამოიყენება ქრონიკული გასტრიტის და კოლიტის დროს.
——————-

კოლიტი (colitis; კოლ- + -იტი) – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი.
—————

ალთეს ნახარში თაფლით
2 სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ ალთეს ფესვს დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ 10-15 წუთი, გადავდგათ, გავაჩეროთ 1 საათი, კარგად გამოვწუროთ და დავუმატოთ თაფლი გემოვნებით. მივიღოთ 1/3 – ½ ჭიქა 3-4ჯერ დღეში ჭამის მერე.
გამოიყენება გასტრიტის, წყლულოვანი დაავადების, ენტეროკოლიტების დროს.
—————-

ენტეროკოლიტი (enterocolitis; ენტერო + კოლიტი) – წვრილი და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება
————–

კომბოსტოს წვენი თაფლით
1 ჭიქა კომბოსტოს წვენი + 1 სუფრის კოვზი თაფლი. მივიღოთ ჭამამდე, დღეში 2ჯერ.
გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადების, ბუასილის, ელენთის და ღვიძლის დაავადებების დროს.
—————–

კარაქი, კაკაო, ალოე და თაფლი 
100 გრ კაკო + 100 გრ ნაღების კარაქი + 15 გრ ალოეს წვენი + 100 გრ თაფლი.
ორთქლის აბანოზე გავათბოთ და კარგად შეურიოთ ერთმანეთს (ისე, რომ არ ადუღდეს). მივიღოთ 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა თბილ რძეში, 2ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში
გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს
—–

ბატის ქონი, კაკაო, ალოე და თაფლი 
100 გრ თაფლი + 100 გრ ბატის ქონი (შესაძლოა ღორის მუცლის ქონით შეცვლა) + 100 გრ კაკაო + 15 გრ ალოეს წვენი. მივიღოთ 1 სუფრის კოვზი1 ჭიქა თბილ რძეში, 2ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში
გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს
——————-

ალოე და ღვინო ტაფლით
გამოვწუროთ 150 გრ ალოეს ფოთლების წვენი, დავუმატოთ 250 გრ თაფლი და 350 გრ საფერავი. გავაჩეროთ ბნელ ადგილას 4-5 დღე. მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 3ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს
—————

ალოე და ნიგოზი თაფლით
დაქუცმაცებულ ალოეს ფოთლებს 1:3 დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 12 საათი. გავწუროთ. 100 გრ მიღებულ წვენს დავუმატოთ 500გრ გატარებული ნიგოზი და 300 გრ თაფლი. მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 3ჯერ დღეში, ნახევარი საათით ადრე ჭამამდე.
გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს
——————

დინდგელის ნაყენი
40-60 წვეთი 20%-იანი დინდგელის ნაყენი 50 მლ თბილ წყალში ან რძეში მივიღოთ 3ჯერ დღეში ჭამამდე 1,5 საათით ადრე, 1-2 თვე. აუცილებელია სათანადო დიეტის დაცვა.
მკურნალობის დაწყება უმჯობესია 5-10%-იანი ნაყენით, რადგან უფრო კონცენტრირებულმა შესაძლოა კუჭის არეში ტკივილი გამოიწვიოს. მას მერე, რაც დავრწმუნდებით, რომ ნაყენი ტკივილს არ იწვევს, შეგვიძლია 20%-იანზე გადასვლა.
გამოიყენება კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, მწვავე და ქრონიკული კოლიტების, ენტერიტების დროს
—————-

დინდგელი ასკილის ან ქაცვის ზეთთან
20 გრ სუფთა, დაქუცმაცებულ დინდგელს დავასხათ 200 მლ ასკილის ან ქაცვის ზეთი. ორთქლის აბანოზე გავაჩეროთ 30-40 წუთი, მუდმივი მორევით, შემდეგ გავფილტროთ ორმაგ დოლბანში და თითო ჩაის კოვზი მივიღოთ 4-5ჯერ დღეში, 4-8 კვირა.
გამოიყენება კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს
—————–

ფროლოვის რეცეფტი
30-40 წვეთ 5 ან 10%-იან დინდგელის ნაყენს დავუმატოთ 50 მლ თბილი 0,25%-იანი ნოვოკაინის ხსნარი და მივიღოთ ჭამამდე 1,5 საათით ადრე,3ჯერ დღეში. თუ კუჭის არეში ტკივილი არ აღინიშნება, შეგვიძლია გადავიდეთ 20 ან 30%-იან დინდგელის ნაყენზე. სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად, დამატებით სასურველია დინდგელის ზეთოვანი ხსნარის მიღება (ასკილის ან ქაცვის ზეთით და Е-ვიტამინით)
ამისათვის 10 გრ დინდგელს დავუმატოთ 100 მლ ასკილის ან ქაცვის ზეთი და ორთქლზე ვხარშოთ 30 წუთი, მუდმივი მორევით, შემდეგ გადავწუროთ და ჭამამდე 2-3 საათით ადრე, დღეში 4-6ჯერ მივიღოთ თითო ჩაის კოვზი, 1-2 თვე.
გამოიყენება ეროზიული გასტრიტის, გასტროდუოდენიტის, ხრონიკული სპასტიური კოლიტის დროს.
—————–

ეროზიული გასტრიტი (g. erosiva; სინონიმი –წყლულოვანი გასტრიტი) – ქრონიკული გასტრიტი, რომლის დროსაც ლორწოვან გარსზე ჩნდება ეროზიები და ვლინდება კუჭ-ნაწლავის სისხლდენის სიმფტომები.
———————-

გასტროდუოდენიტი (gastroduodenitis) – ქრონიკული გასტრიტის კლინიკო-მორფოლოგიური ფორმა, რომლის დროსაც ზიანდება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის გამავალი ნაწილების ლორწოვანი. გამოხატულია ძლიერი ტკივილი.
—————–

თაფლი
1 სუფრის კოვზი თაფლი 1 ჭიქა ცივ წყალში მივიღოთ ჭამის წინ, 3ჯერ დღეში, 1,5-2 თვე. ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და პათოგენური მიკროფლორის დათრგუნვას.
გამოიყენება კოლიტის დროს
———-

გვირილა თაფლით
3 სუფრის კოვზი ხმელი, დაქუცმაცებული გვირილის ყვავილი მოვათავსოთ თერმოსში, დავასხათ 750 მლ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 1-2,საათი. გავწუროთ, დავუმატოთ 70-80 გრ თაფლი და ერთი დღის მანძილზე გავანაწილოთ 3-4 მიღებაზე. მკურნალობის კურსი – 1-1,5 თვე, 2-კვირიანი შესვენება და შემდეგ ისევ გამეორება.
გამოიყენება კოლიტის დროს
————–

ყვავილის მტვერი თაფლით
150 გრ თაფლი+ 30 გრ ყვავილის მტვერი + 1 ლიტრი წყალი. თაფლი გავხსნათ ცივ ანადუღარ წყალში, დავამატოთ ყვავილის მტვერი და რამოდენიმე დღე გავაჩეროთ, დუღილის ნიშნების გამოვლინებამდე. მივიღოთ ½ ჭიქა 3ჯერ დღეში, ჭამის წინ, 1,5 თვე.
გამოიყენება კოლიტის დროს
——————–
ვაშლის წვენი თაფლით
80-100 გრ თაფლი შევურიოთ 1 ლიტრ ვაშლის წვენს და თითო ჭიქა დავლიოთ 3-4ჯერ დღეში, 1 თვის განმავლობაში.
გამოიყენება ქრონიკული ენტეროკოლიტის დროს.
————————

ნიგოზი თაფლით
თანაბარი რაოდენობით შერეული გატარებული ნიგოზი და თაფლი (უმჯობესია წიწიბურის) მივიღოთ 100გრ დღეში 3-4ჯერ
გამოიყენება ღვიძლის, კუჭის დაავადებების, შეკრულობის დროს.
—————–

შავი ბოლოკი თაფლით
თითო ჭიქა თაფლი და შავი ბოლოკის წვენი შევურიოთ ერთმანეთს და ½ ჭიქა მივიღოთ 2ჯერ დღეში.
გამოიყენება ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, აგრეთვე ნაღველკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკისათვის.
—————-

თაფლი მინერალური წყლით
1 სუფრის კოვზი თაფლი გავხსნათ 1 ჭიქა მინერალურ წყალში (”ბორჯომი”, ”ნაბეღლავი” და სხვ.) და მივიღოთ ერთხელ დღეში დილით, უზმოზე,1 თვის განმავლობაში.
გამოიყენება ჭვიძლის და ნაღველის სადინარების დაავადებების დროს
——————–

თაფლი, ლიმონი და ზეითუნის ზეთი
1 წილი ლიმნის წვენი + 2 წილი თაფლი + 3 წილი ზეითუნის ზეთი, მივიღოთ ჭამის წინ თითო სუფრის კოვზი.
გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.
—————-

მკვდარი ფუტკრები
მკვდარი ფუტკრების 10%-იანი ექსტრაქტი მივიღოთ 15-20 წვეთი, ჭამის მერე, 1-2 თვე.
გამოიყენება ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების პროფილაქტიკისათვის.
——————

დინდგელის ნაყენი
40-50 წვეთი 20-30%-იანი დინდგელის ნაყენი მივიღოთ 3ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გამოიყენება ქრონიკული ქოლეცისტიტის და ლამბლიოზის დროს.
—————–

ქრონიკული ქოლეცისტიტი (с. chronica) – ნაღვლის ბუშტის ანთება, რომელსაც ახასიათებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში.
—————

ლამბლიოზი (lambliosis) – გამომწვევი – Lamblia intestinalis (ადამიანის წვრილი ნაწლავის პარაზიტი), ხასიათდება წვრილი ნაწლავის ფუნქციის დარღვევით, ზოგჯერ უსიმფტომო მიმდინარეობით.
——————-

დინდგელის წყალხსნარი
წყალზე დამზადებული დინდგელის ხსნარი მივიღოთ თითო ჩაის ან დესერტის კოვზი 4-5ჯერ დღეში
გამოიყენება პანკრეატიტის დროს
——————

პანკრეატიტი (pancreatitis; პანკრეატ-+ -იტი) – კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება
———————–

ფუტკრის რძე
1:100 მომზადებული ფუტკრის რძე თაფლთან მივიღოთ 1,5 ჩაის კოვზი 2ჯერ დღეში (დადნობამდე პირის ღრუში გაჩერებით), 3-4 კვირა.
გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტის და ღვიძლის ციროზის დროს
—————–

ღვიძლის ციროზი (cirrhosis hepatis) – ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება , რომელიც მიმდინარეობს ღვიძლის ქსოვილის დისტროფიით და ნეკროზით, შემაერთებელი ქსოვილით შენაცვლებით და ფუნქციის დარღვევით.
—————

ვაშლის წვენი თაფლით
400 მლ ვაშლის წვენი + 60 გრ თაფლი. მივიღოთ ½ ჭიქა 3-4ჯერ დღეში
В 400 мл яблочного сока растворить 60 гр. пчелиного мёда и пить по полстакана 3-4 раза в день.
გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტის დროს
——————

№106. Отвар одуванчика и пыльца с мёдом. 
½ ჭიქა ბაბუაწვერას ნახარში + ½ ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი + 1 ჩაის კოვზი თაფლი. მივიღოთ ჭამამდე 20 წუთით ადრე, 1,5 თვე. 2-კვირიანი შესვენების მერე, გავიმეოროთ
გამოიყენება ვირუსული ჰეპატიტის დროს
——————–

გოგრა თაფლით
გემოვნებით შერეული თაფლი და მოხარშული გოგრა მივიღოთ ნებისმიერი რაოდენობით
გამოიყენება სპასტიური შეკრულობის დროს.
—————–

თაფლიანი რძე
1 ჭიქა თბილ რძეში 15 გრ დაკრისტალებული თაფლი, მივიღოთ 1/3 ჭიქა ძილის წინ
გამოიყენება შეკრულობის დროს
——————–

ალოე თაფლით
ალოე 2 კვირა გავაჩეროთ მაცივარში, შემდეგ გამოვწუროთ წვენი და თანაბარი რაოდენობით დავამატოთ თაფლი. მივიღოთ თითო სუფრის კოვზი 3ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე
გამოიყენება ქრონიკული შეკრულობის დროს
——————-

აბუსალათინის ზეთი (კასტორკა), კვერცხის გული და თაფლი 
1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი + 1 კვერცხის გული + 150 მლ თბილ წყალში გახსნილი, 1 სუფრის კოვზი თაფლი. მივიღოთ თითო სუფრის კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ
გამოიყენება ქრონიკული შეკრულობის დროს
——————-

თაფლი
დაშაქრებული თაფლის სანთელი –  ძილის წინ სწორ ნაწლავში
გამოიყენება ბუასილის დროს
—————–

გვირილის ნახარში თაფლით
3 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი + 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, 15 წუთი გავაჩეროთ ორთქლზე, გავაგრილოთ, გადავწუროთ, დავუმატოთ 2სუფრის კოვზი თაფლი  და ძილის წინ 50 მლ ოყნით შევიყვანოთ სწორ ნაწლავში.
გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ყაბზობის, აშლილობის ან სპაზმების დროს კარგია ნაყენის დალევა.
—————-

მკვდარი ფუტკრები
მკვდარი ფუტკრების სპირტიანი ნაყენის 20-30 წვეთი ჭამის მერე მივიღოთ 1 თვის განმავლობაში
გამოიყენება ლამბლიების საწინააღმდეგოდ
——————–

გოგრის თესლი თაფლით
300 გრ გოგრის თესლი + 15 გრ თაფლი + 40-50 მლ წყალი (მოზრდილის დოზა). ბავშვებისათვის:

ასაკი

გოგრის თესლი

თაფლი

წყალი

3 წელი

50 გრ

2,5 გრ

10 მლ

4 წელი

70

4

12

5-7 წელი

100

5

16

8-9 წელი

120

6

20

10-12 წელი

150

8

25

გოგრის თესლს გავაცალოთ კანი ისე, რომ არ დავაზიანოთ თხელი მწვანე აბკი, დავნაყოთ, თანდათან წყლის დაწვეთებით. შემდეგ დავუმატოთ თაფლი. ნარევი მივიღოთ უზმოზე, თითო ჩაის კოვზი ერთი საათის განმავლობაში. 3 საათის მერე, საჭიროა საფაღარათო საშუალების მიღება, ხოლო შემდეგ ნახევარ საათში – ოყნის გაკეთება. გავიმეოროთ 2-3 დღე.
ჭიების საწინააღმდეგო
გოგრის თესლის მიღებას არ აქვს უკუჩვენებები

.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

...