ანტიცელულიტური მასაჟი თაფლით

ანტიცელულიტური მასაჟი თაფლით

ცელულიტის რაობის შესახებ თითქმის ყველა ქალს სმენია. უსიამოვნოდ ცნობილი “ფორთოხლის კანი” – კანის შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი უჯრედების სახეცვლილების შედეგია. რა აღარ მოიგონეს მის წინააღმდეგ საბრძოლველად! ეს დიეტები, განსაკუთრებული კრემები და სპეციალური ქამრები. მაგრამ მაინც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ანტიცელულიტურ საშუალებად მასაჟი რჩება.

როგორ წარმოიშობა ცელულიტი?

უფრო ხშირად ცელულიტი ჩნდება ბარძაყებზე, მკლავის ზედა ნაწილებზე, დუნდულებზე. ამ ნაწილებზე, სითხის ცირკულირების დარღვევის გამო, დალექილი ცხიმის გროვა თავის დროზე ვერ თავისუფლდება. თვით დალექილი ცხიმი ხდება საბოლოოდ ქსოვილში სითხის ცირკულირების რღვევის მიზეზი. ვიღებთ თავისებურ შეკრულ წრედს, რომლის გაწყვეტაც არც ისე იოლია.
ცელულიტი – ეს არა მხოლოდ კოსმეტიკური ნაკლია, იგი ხელს უშლის უჯრედების ნორმალურად მომარაგებას სისხლით. თუკი შეეხებით კანს ბარძაყებზე, ან სხეულის იმ ნაწილებზე, სადაც ცელულიტია, იგრძნობთ, რომ იგი შედარებით ცივია, ვიდრე ცელულიტისგან თავისუფალი ადგილები. არასაკმარისი სისხლის მოძრაობა კი ნიშნავს უჯრედების არასაკმარისად მომარაგებას ჟანგბადით და სხვადასხვა მკვებავი ნივთიერებებით.

რა ხდება ანტიცელულიტური მასაჟის დროს?

სხეულის პრობლემური ადგილების დაზელვა არა მარტო კუნთების სასიამოვნო გახურებას იწვევს.  მთელს ორგანიზმში იწყება სისხლის სწრაფი ცირკულირება., რომელსაც ცხიმოვან უჯრედებში შეჰყავს ჟანგბადი და გამოდევნის ტოქსინებს. მასაჟისტის ხელით მექანიკური ძალის გამოყენებისას, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილიდან ნელ-ნელა იწყებს გაქრობას ზედმეტი ცხიმი. უჯრედები თითქოს ცოცხლდებიან, მთელს ორგანიზმში უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ხოლო კანი ხდება უფრო გადატკეცილი და მკვრივი.

ანტიცელულიტური მასაჟი თაფლით
თაფლის მასაჟის მოქმედების ძალა დაფუძნებულია თაფლის სასარგებლო თვისებებზე – ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყაროზე, ტრადიციული მასაჟის გამოყენების ეფექტით. ამასთან, თაფლის მასაჟის კურსის გავლის შემდეგ არა მარტო ცელულიტი იშლება, არამედ უმჯობესდება კანის საერთო მდგომარეობა: იგი ხდება ბავშვის კანივით ნაზი და ხავერდოვანი. შესამჩნევი შედეგის მისაღებად, თაფლის მასაჟი უნდა გაიკეთოთ 15 დღის განმავლობაში, თითო დღის გამოტოვებით.
თაფლით მასაჟის გასაკეთებლად გამოგადგებათ ნებისმიერი ნატურალური თაფლი – ცაცხვის, ყვავილის თუ სხვა. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი არ შეიცავდეს უცხო მინარევებს. ამას გარდა, მასაჟისათვის არ გამოდგება დიდი ხნის, დაშაქრული თაფლიც.
ბარძაყებისა და დუნდულების მასაჟისათვის საკმარისია 2 ჩაის კოვზი თაფლი. თუ გნებავთ, რომ მასაჟი უფრო სასიამოვნო გახდეს, თაფლს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ეთეროვანი ზეთი (ლიმონის, ევკალიპტის, გრეიფრუტის და ნებისმიერი სხვა), თქვენი გემოვნების შესაბამისად. ეთერზეთი ემატება პროპორციით: 5 წვეთი 1 ჩაის კოვზ თაფლზე. თაფლის მასაჟის ნამდვილი დამფასებლები ქმნიან რთული შემადგენლობის ნაზავს თაფლისა და რამდენიმე სახის არომატული ზეთისაგან. მაგალითად, 2 ჩაის კოვზ თაფლს ამატებენ 3-3 წვეთ ლიმონისა და ღვიის და 2-2 წვეთ ფორთოხლისა და ლავანდის ზეთს. თუმცა, შესაძლოა სხვადასხვა ვარიაციები, მთავარია არ დავარღვიოთ მომზადების წესი: ჯერ ზეთები აურიეთ ერთმანეთში, მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ თაფლი. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, ნაზავი მაშინვე გამოიყენეთ. ნუ დატოვებთ მას მაცივარში დილამდე.
თაფლის მასაჟის შესრულების ტექნიკა ძალიან ადვილია. დაიტანეთ თაფლი ხელის გულებზე და ატყაპუნეთ ხელები ცელულიტით დაზიანებულ ადგილებზე. ამის შედეგად, თაფლის ნაწილი გადადის სხეულზე, ხოლო ნაწილი რჩება ხელზე. რამდენიმე წუთში კანი თაფლს შეიწოვს და ხელის გულები მასზე მიწებებას დაიწყებს. გააგრძელეთ ტყაპუნი და თანდათანობით გააძლიერეთ დარტყმის ძალა, მაგრამ ძალიან ნუ გაიტყიპავთ თავს. დარტყმისას 2 წამით მიაჭირეთ ხელი კანს და შემდეგ სწრაფი მოძრაობით მოაშორეთ. მიუჩვევლობის გამო შეიძლება ეს პროცედურა წამებად მოგეჩვენოთ, მაგრამ სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს. თუმცა, რამდენიმე პროცედურის შემდეგ კანი მიეჩვევა და ტკივილი ნაკლებად საგრძნობი გახდება.
ხუთი წუთის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ, რომ მასირებულ ადგილებში კანის ფორებიდან გამოიყოფა თეთრი, ცხიმიანი მასა, რომელიც საზოგადოდ შლაკების სახელითაა ცნობილი. როცა ამ მასის დიდი ნაწილი გადმოინაცვლებს ხელის გულებზე, დაიბანეთ ხელები საპნით და გააგრძელეთ ტყაპუნი, ვიდრე მასა გამოყოფას არ შეწყვეტს.
მასაჟის მიღების შემდეგ მიიღეთ თბილი შხაპი: ჩამოიბანეთ თაფლი და თან დაატენიანეთ კანი. ნუ შეგეშინდებათ, თუ ჩაქცევებს შეამჩნევთ, ისინი მალე გაქრებიან. აუცილებლად წაისვით კანზე ლოსიონი ან კრემი დამატენიანებელი ეფექტით. მორჩა! ნაზი, რბილი, ხავერდოვანი კანი, სისუფთავის ენით აუწერელი შეგრძნება და სიმსუბუქე მთელ ტანზე სავსებით დაგავიწყებთ განცდილ ტკივილებს.
ანტიცელულიტური თაფლის მასაჟის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: თაფლიც და ეთერზეთებიც ითვლებიან ძლიერ ალერგენებად, ამიტომ, ვიდრე თაფლს წაისვამთ, შეამოწმეთ რეაქცია – ამისათვის საუკეთესო ადგილია მაჯა. თუ შეამჩნევთ სიწითლეს, გაღიზიანებას ან ქავილის შეგრძნებას, მაშინ, უკეთესია, ცელულიტთან ბრძოლის სხვა მეთოდებს მიმართოთ.
ცელულიტის წინააღმეგ ბრძოლის დროს მთავარია არ გადააჭარბოთ. არც ერთ ანტიცელულიტურ საშუალებას არ შეუძლია პირველივე ჯერზე გააქროს “ფორთოხლის კანი”. მით უმეტეს, რომ მკვეთრი ცვლილება ორგანიზმში, სიკეთეს არავის მოუტანს.

ანტიცელულიტური მასაჟი წარმოადგენს ზუსტად ისეთ მეთოდს, რომელიც არა უბრალოდ სასიამოვნოა, არამედ ორგანიზმსაც სასიკეთოდ წაადგება. ამას გარდა, ამ პროცედურების გაკეთება სახლშიც შეიძლება არა მარტო ცელულიტის წინააღმდეგ, არამედ, უბრალოდ, კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თქვენ უბრალოდ სცადეთ და თვითონ მიხვდებით ეს ყველაფერი რამდენად ადვილი და ეფექტურია!

.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

...