გოზინაყი / თაფლოვანი კულინარიის ბიზნეს გეგმები 577 235 400

გოზინაყი / თაფლოვანი კულინარიის ბიზნეს გეგმები  577 235 400 , სკაიპი- medgeo . net , ელფოსტა Caumednet@gmail . com

ბიზნეს გეგმების შეკვეთა

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი- medgeo . net , ელფოსტა Caumednet@gmail . com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა ,ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება

● ტექნოლოგიების და ტექნიკის შედარებითი ანალიზი
● ინფორმაცია საგრანტო კონკურსების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო , სალიზინგო , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს- გეგმების მომზადება , მათ შორის თაფლოვანი კულინარიის სფეროში

გოზინაყი , თაფლის მუსები , კოლიო , თაფლის ნამცხვრები , თაფლის ნაყინები , სალათები თაფლით , თაფლის კრემები , თაფლის საწებლები , თაფლოვანი კულინარული პროდუქციის წარმოების ბიზნეს გეგმები

გოზინაყი / თაფლოვანი კულინარიის ბიზნეს გეგმები 

გოზინაყი, საახალწლო ტკბილეული. ახალი წლის მისალოცი თაფლის – აბრამიანის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი.
საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი, რაჭა) გოზინაყი ჩურჩხელას ეწოდებოდა.
ქართველი ხალხის ძველი რელიგიის რწმენა-წარმოდგენით თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა და “ბატონებს” სწირავდნენ – თაფლს საშობაო კორკოტში ურევდნენ, კაკალს “ბატონებს” უკმევდნენ, (ბაზმა).
სვანეთში ლიფანალის დღეობაზე თაფლისა და რძის ნაზავს ასხურებდნენ ხოლმე იმ გზას, რომლითაც ვითომც უკან ბრუნდებოდნენ მიცვალებულთა სულები.
გიზინაყისათვის თანამედროვე ფორმატის მიცემის შემთხვევაში, მას რეალური ბიზნეს-პერსპეტივები აქვს.

გოზინაყის მომზადება 

ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება. ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევე შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქზე დავაწვეთოთ. ვაცალოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთ-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა, კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასალა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქარებულ სინზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.

მასალა :
ნიგოზი – 500 გრამი
თაფლი – 250 გრამი
შაქარი – 4 სუფრის კოვზი


ბმები

გადასვლა >>> ,,ფუტკრის პროდუქტები
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები