სანთლის არაყი / თაფლის არაყი – ბიზნეს გეგმა 577 235 400

სანთლის არაყი / თაფლის არაყი – ბიზნეს გეგმა -თა მომზადება 577 235 400 , სკაიპი- medgeo . net , ელფოსტა Caumednet@gmail . com

ბიზნეს გეგმების შეკვეთა

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი- medgeo . net , ელფოსტა Caumednet@gmail . com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა ,ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება

● ტექნოლოგიების და ტექნიკის შედარებითი ანალიზი
● ინფორმაცია საგრანტო კონკურსების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო , სალიზინგო , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს- გეგმების მომზადება , მათ შორის მეფუტკრეობის და სასმელების წარმოების სფეროში

სანთლის არაყი / თაფლის არაყი - ბიზნეს გეგმა -თა მომზადება 577 235 400 , სკაიპი- medgeo . net , ელფოსტა Caumednet@gmail . com

სანთლის არაყი (თაფლის არაყი)

სანთლის არაყი ერთ ერთი ყველაზე განთქმული და ძვირფასი სასმელია. მას ასევე თაფლის არაყსაც უწოდებენ.

ტრადიციული მეთოდით გამოხდილი სანთლის არაყი შედარებით რბილი და სასიამოვნო დასალევია, არის ერთნახადი, თავისებური, განსაკუთრებული არომატით, რომელშიც გამოკვეთილია სანთლის, ფიჭის და ყვავილის მტვრის გემო. ნამდვილი სანთლის არაყის სიმაგრე 27 – 30 გრადუსია.

გურიაში სანთლის არაყს თითქმის ყველა მეფუტკრის ოჯახში იცნობენ, რადგანაც მხოლოდ საფუტკრე მეურნეობის პირობებშია შესაძლებელი ნამდვილი სანთლის არაყის გამოხდა.
მისი განსაკუთრებული არომატის თავისებურება სწორედ იმითაა განპირობებული, რომ სანთლის არაყის გამოსახდელ მასალაში ფუტკრის თითქმის ყველა პროდუქტის ბუნებრივი პროპორციული შემადგენლობაა, ხოლო თვით სანთელი კი იმდენად ჭარბობს, რომ მისი მცირე ნაწილაკები არაყს გამოხდის დროს თან მოჰყვება, რაც მას კიდევ უფრო უმძაფრებს არომატს.

თაფლის ღვინო და არაყი მეფუტკრეობის უნიკალური პროდუქტებია.

მეფე ლაშა გიორგის თანამედროვე ჟამთააღმწერელი თაფლის ღვინოს „თაფლუჭად“ მოიხსენიებს.

თაფლის ღვინის დასამზადებლად საჭიროა მაღალხარისხოვანი თაფლი. დიდი მნიშვნელობა აქვს დასადუღებელი ჭურჭლის (ჭური, ემალის, უჟანგავი ლითონის, მაღალხარისხოვანი პოლიეთილენის ავზები) სისუფთავეს.

თაფლი უნდა გავხსნათ მაღალხარისხოვან 20-25 გრადუსამდე შემთბარ წყაროს წყალში – 10 ლიტრ წყალზე 2,5-3 კილოგრამის ოდენობით. ხსნარს უნდა დავამატოთ ხილის ან ყურძნის დაჭყლეტილი ბუნებრივი მადუღარი პროდუქტები ან მეღვინეობაში მიღებული დედო მადუღარი – 10 ლიტრზე 0,5-1,5 ლიტრის ოდენობით და მოვათავსოთ დასადუღებელ ავზში ან ჭურში. ჭურჭლის სახურავი არ უნდა იყოს ჰერმეტული. ამასთან ერთად დაცული უნდა იყოს ფუტკრის მიწვდომისაგან. აქტიური დუღილის პერიოდში უნდა შენარჩუნდეს 20-22 გრადუსი ტემპერატურა. 2-3 თვის განმავლობაში მოხდება მარტივი შაქრების გარდაქმნა სპირტად. მაგრამ თაფლში არის ისეთი რთული შემადგენლობის შაქრები, რომელსაც ძნელად გადაამუშავებენ დუღილის ბაქტერიები. არის ისეთი შაქრები, რომლებსაც ეს ბაქტერიები საერთოდ ვერ გარდაქმნიან. ამიტომ რაც არ უნდა დიდი დრო დავუთმოთ დადუღების პროცესს, აბსოლუტურად მშრალი თაფლის ღვინის მიღება შეუძლებელია.

აქტიური დუღილის დამთავრების შემდეგ ღვინო გადავიღოთ (გავწუროთ, გავფილტროთ) და ჩამოვასხათ ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭლებში.

თაფლის ღვინო სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სადესერტო სასმელია. არაა რეკომენდირებული მისი დიდი რაოდენობით (სათრობად) მიღება.

თაფლის არაყი თაფლის ღვინის გამოხდით მიიღება.

ამ შემთხვევაში გამოსახდელი თაფლის ღვინის დასამზადებლად გამოიყენება დაბალხარისხიანი, მინარევებიანი თაფლი, აგრეთვე თაფლიანი ფიჭის ნახარში, თაფლიანი ჭურჭლისა და ინვენტარის ნარეცხი და თაფლიანი ხელის ნაბანიც კი.

თაფლის არაყი მეტად სასარგებლო, სასიამოვნო სასმელია. იგი ალკოჰოლიან სასმელებში ყველაზე ძვირად ფასობს.
ნუგზარ ლომსაძე

წყარო : www. antadze.ge/ santlis-arayi.html


ბმები

გადასვლა >>> ,,ფუტკრის პროდუქტები
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები

 

Share this...Share on Facebook
Facebook