მკურნალობა უცხოეთში


შორსმხედველობა ბავშვებში

 

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) – რეფრაქციული ანომალიის ერთერთი სახეა,  რაც განპირობებულია თვალის კაკლის წინა-უკანა ღერძის სიმოკლით, რქოვანას მცირე დიამეტრითა და მცირე ზომის წინა კამერით, ბროლის სისქე ჩვეულებრივ არაა შეცვლილი. შორსმხედველობის დროს  საგნებიდან მომდინარე პარალელური სხივები ერთდება ბადურის უკან, რაც განაპირობებს გამოსახულების ბუნდოვანებას.

მცირე ასაკის ბავშვებში სუსტი ხარისხის შორსმხედველობა აღიქმება  ასაკობრივ ნორმად და დროთა განმავლობაში გაივლის, რადგანაც  ბავშვის ზრდასთან ერთად, თვალის კაკლის ზომაც მატულობს და ოპტიკური ფოკუსი გადაინაცვლებს ბადურაზე. თუ 10 წლის ასაკისათვის შორსმხედველობა არ გაივლის და დაავადების მაჩვენებლები აჭარბებს  ასაკობრივ ნორმას, საჭიროებს კორექციას, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა  ამბლიოპია, სიელმე და და სხვა.

შორსმხედველობის დროს გამომდინარე იქიდან, რომ ხდება თვალის კუნთების დაძაბვა, შესაძლოა განვითარდეს აკომოდაციის სპაზმი.

ბავშვებში შორსმხედველობის დიაგნოსტიკა

ბავშვებში შორსხმედველობის გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური გამოკვლევის მეშვეობით (გუგის მედიკამენტოზური გაფართოებისას ბროლი დუნდება და ვლინდება თვალის ჭეშმარიტი რეფრაქცია), ამიტომაც აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი წელიწადში ერთხელ მაინც. გვხვდება ისეთი შემთხვევებიც როდესაც სუსტი ხარისხის შორსმხედველობა კომპენსირდება თვალის აკომოდაცის აპარატის ხარჯზე და მისი გამოვლენა რთულდება. ასეთ შემთხვევაში ვლინდება თავის ტკივილები, ცუდი თვითშეგრძნება, გაღიზიანებადობა. საჭიროა მხედველობის სისტემის გულმოდგინედ გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

ბავშვებში შორსმხედველობის მკურნალობა

ბავშვებში  შორსმხედველობის მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე გართულებების თავიდან აცილებისა და ბავშვის ფუნქციური რეაბილიტაციის დროული დაწყების მიზნით. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში შორსმხედველობის დიაგნოსტირებისას აუცილებელია მუდმივი კორექცია ლინზებით მცირე ხარისხის ჰიპერმეტროპიის დროსაც კი. 7 წლის და ზევით ინიშნება სათვალეები ახლოს მდებარე საგნების დანახვის მიზნით, მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპიის  დროს აუცილებელია მუდმივი კორექცია სათვალეებით ან კონტაქტური ლინზებით. შორსმხედველობა არათუ განაპირობებს მხედველობის დაქვეითებას და განაპირობებს ამბლიოპიასა და  სიელმეს, არამედ სერიოზულ გავლენას ახდენს ბავშვის მხედველობის სისტემის ფორმირებაზე.

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

გადასვლა >>> “ოფთალმოლოგია”

Comments are closed.

vaka