[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ ზღვაზე დასვენებისას. იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები.

ადამიანების უმრავლესობა მზის სხივებს კანის ლამაზი შეფერილობის მიღების მიზნით ეფიცხება. ზაფხულობით ისინი დღის ნებისმიერ მონაკვეთში საათობით წვანან მზის მწველი სხივების ქვეშ. ციური მანათობელი მტრად რომ არ გადაგვექცეს, მზის აბაზანების მიღებისას აუცილებელია სათანადო წესების დაცვა.

ნუ შეეცდებით უცბად გარუჯვას. პიგმენტის დამცავი ფენის გამოსამუშავებლად კანს დრო სჭირდება. ამასთან, აუცილებელია კანის ტიპის გათვალისწინებაც, რადგან სხვადასხვა ტიპის კანი მზის სხივებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს.
გარუჯვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია სასარგებლო, როცა მზის აბაზანების მიღება ხდება თანდათანობით, დაწყებული 2-5 წუთიდან ვიდრე 2 საათამდე (კანის ტიპის მიხედვით), მზეზე ყოფნის ყოველდღიური ხანგრძლოვობის 2-5 წუთით გაზრდით. ამასთან, ყოველი 40 წუთის შემდეგ სასურველია ჩრდილს შეეფაროთ.

პირველ დღეს საკმარისია მხოლოდ გაშიშვლებულ ფეხებზე ჰაერის აბაზანის მიღება. მეორე დღიდან კი მზეზე ყოფნის ხანგრძლივობის თანდათანობითი გაზრდით უკვე შეიძლება შეუდგეთ გარუჯვას. კანის ადაპტაცია მზის სხივების ზემოქმედებისადმი უკეთ ხდება მოძრაობის დროს. ბადმინტონი, ფრენბურთი და სხვა სპორტული თამაშები, ცურვა, ნიჩბოსნობა დაეხმარება თქვენს კანს სწრაფად შეეგუოს მწველ სხივებს.

გარუჯვის წინ მიზანშეწონილი არ არის ტანის საპნით დაბანა, ლოსიონების, ოდეკოლონების, ტუალეტის წყლის შეზელა. საპონი შლის კანის დამცავ საფარს და იწვევს მის გაუცხიმოვნებას. ლოსიონი, ტუალეტის წყალი იწვევს ულტრაიისფერი სხივებისადმი კანის მგრძნობელობის მატებას, რის შედეგადაც შესაძლებელია კანზე ყავისფერი ლაქების წარმოქმნა.

ქვემოთ გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ზღვაზე დასვენებისას.  მათი შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“:

  1. <<საზღვაო ჩანთების განყოფილება>>
  2. <<საზღვაო ქოლგის განყოფილება>>
  3. <<საზღვაო დასაფენის განყოფილება>>
  4. <<საზღვაო სკამის განყოფილება>>
  5. <<საზღვაო პირსახოცების განყოფილება>>
  6. <<მზისგან დამცავი სპრეის განყოფილება>>
  7. <<მზისგან დამცავი კრემის განყოფილება>>
  8. <<ბიკინის განყოფილება>>
  9. <<მამაკაცის საცურაო შორტების განყოფილება>>
  10. <<სარონგის განყოფილება>>
  11. <<ქალის სანდლების განყოფილება>>
  12. <<მამაკაცის სანდლების განყოფილება>>
  13. <<ქალის საზღვაო შორტების განყოფილება>>
  14. <<მამკაცის საზღვაო შორტების განყოფილება>>
  15. <<მზისგან დამცავი სათვალეების განყოფილება>>
  16. <<წყლის სათვალეების განყოფილება>>
  17. <<საცურაო ქუდის განყოფილება>>
  18. <<ყურის საცობების განყოფილება>>
  19. <<ჩალის ქუდების განყოფილება>>
  20. <<ნაჭრის ქუდების განყოფილება>> 

რჩევები გარუჯვის მოყვარულებს:

1. არ შეიძლება გარუჯვა უზმოზე და საკვების მიღებისთანავე, უმჯობესია – ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ;
2. გარუჯვისათვის საუკეთესო დრო დილის 9-დან 11 საათამდეა. გარუჯვა მიზანშეწონილი არ არის სადილობის დროს (12-დან 14 საათამდე), როდესაც მზე განსაკუთრებული სიძლიერით ზემოქმედებს კანზე;
3. აუცილებლად დაიცავით თავი და თვალები მზის მწველი სხივებისაგან;
4. გარუჯვის დროს არ მოიკლათ წყურვილი ცივი სასმელებით, არ მიიღოთ ალკოჰოლი;
5. გარუჯვის წინ სასარგებლოა ცოტაოდენი მარილიანი საკვების მიღება, ცივი ჩაის დალევა;
6. შეძლებისდაგვარად იარეთ ფეხშიშველი;
7. მწოლიარე მდგომარეობაში გარუჯვის დროს, თავი უნდა გქონდეთ ოდნავ წამოწეული;
8. გარუჯვის დროს არ შეიძლება ძილი, მიზანშეწონილი არ არის აგრეთვე კითხვა;
9. კანის დასაცავად და მის დასარბილებლად არ შეიძლება მინერალური ცხიმების გამოყენება – ვაზელინი, გლიცერინი. ამ დროს კანზე წარმოიქმნება წვეთები, რომლებიც პატარა შემკრები ლინზების ეფექტს ქმნიან, რამაც შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს;
10. გარუჯვის წინ ტუჩებზე წაისვით ჰიგიენური პომადა;
11. რეკომენდებული არ არის ფრჩხილებზე ლაქის წასმა. დასვენება და «ჰაერის ჩაყლაპვას» ისინიც საჭიროებენ;
12. გარუჯვით ზედმეტად გატაცება, მზეზე ხამგრძლივად ყოფნა კანის დაბერებას უწყობს ხელს და ჯანმრთელობისათვის საზიანოა.

სტატიაში გამოყენებული მასალები: http://medportal.ge/pg2.php?Id=8491&act=newsarch&act2=full&catId=49
 ___________________________________________

ბმები: 1. რუჯი >>> 2.  დასვენება, ტურიზმი, მედიცინა; 3. სტატიები თურმანიძის მალამოს შესახებ

Comments are closed.

vaka