ჭორფლი და პიგმენტური ლაქები (ხლოაზმები)

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦  ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო საშუალებები ,,ამაზონზე” –  Freckles and dark spots

ჭორფლი და პიგმენტური ლაქები (ხლოაზმები)

კოსმეტოლოგი მარინა ცომაია

ჭორფლი და პიგმენტური ლაქები (ხლოაზმები) კანის ყველაზე უფრო ხშირად გავრცელებული კოსმეტიკური  დეფექტია. ჭორფლი ჩნდება ადრე, ჩვეულებრივ 4-6 წლის ასაკში. მოგვიანებით მათი გაჩენა და შეფერილობის გაძლიერება ხდება მზის სხივებით. ჭორფლი აღენიშნება ძირითადად ქერა და წითურთმიან ხალხს.

ჭორფლის არსებობისას აუცილებელია განსაკუთრებული მოვლა მარტიდან სექტემბრამდე. გაზაფხულის მზის პირველი სხივები იწვევენ სახეზე ჭორფლის უფრო ინტენსიურ გამოჩენას, ამიტომ მათი პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოთ  ადრეულ გაზაფხულზე, უფრო ინტენსიური შეფერილობის გამოჩენამდე, ან მანამ სანამ ისინი შესამჩნევი გახდებიან სახეზე. თუ ახალგაზრდობიდანვე მიეჩვევით რაციონალურ რეჟიმს, თვით ყველაზე ელემენტარულს მზეზე ყოფნისას სახეზე ოდნავ წავისვათ ცინკის საცხი, ტანის გაშიშვლებიშე.

ჭორფლის მოცილების ყველაზე პოპულარულ საშუალებად  დღესდღეისობით ითვლება კანის აქერცვლა. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ჭორფლის მოსაცილებლად  მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება, გირჩევთ გაიტვალისწინოთ შემდეგი:

1) აუცილებელია ექიმ კოსმეტოლოგის დასკვნა, მოცემულ შემთხვევაში  ამ პროცედურის მიზანშეწონილობის შესახებ.
2) ყოვლად დაუშვებელია ამ მეთოდის გამოყენება ჰირსუტიზმისა (ჭარბთმიანობა) და ზედაპირული სისხლძარღვების დროს.

ჭორფლის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები

კანის ამ დეფექტთან ბრძოლა იძლევა მხოლოდ დროებით გაუმჯობესებას, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა მივაქციოთ. კანის მოვლის სპეციალური ღონისძიებები ჭორფლისა და პიგმენტაციის წარმოშობამდე უნდა ჩავიტაროთ. ამ მიზნით რეკომენდებულია საყოველთაოდ მიღებული დოზებით მიიღონ ასკორბინის, ან ნიკოტინის მჟავა. ეს უკანასკნელი ფლობს უნარს  შეასუსტოს კანის მგრძნობელობა მზის სხივებისადმი. ასკორბინის მჟავა, ან ვიტამინი c, თუ არ არის მისი საკმაო ოდენობით ნატურალური სახით საკვებთან ერთად მიღების შესაძლებლობა, უნდა მიიღონ 1- 1.5 გ  3-ჯერ დღეში, ჭამამდე, ყოველდღიურად 2-3 კვირის მანძილზე. განსაკუთრებით მარტიდან უნდა გამოიყენონ საკუვები, რომელიც C ვიტამინს შეიცავს (მჟავე კომბოსტო, ასკილის ჩაი, ვაშლი, ლიმონი, გრეიფრუტი, მწვანე ხახვი და ა.შ)


პროფილაქტიკური მოვლა დაიწყება  სახის  და ყელის  კანის გაწმენდით. ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური კანის გაწმენდა კარგია მჟავე რძით. სწორედ რძის მჟავა იძლევა დასაწყისში, ჯერ კიდევ სუსტად გამოხატულ ჭორფლისას, კარგ ეფექტს. მას აქვს თვისება გაათეთროს კანი. იგი შეიძლება შეიცვალოს  2-3 % იანი ლიმონის მჟავით (ნახევარ ჭიქა გამოხდილ წყალზე 2-3 გ ლიმონის მჟავა)

ყოველგვარი კანისთვის (მშრალი ნაკლებად) კარგია მკვებავის წასმამდე  საღამოს და დილით  დავფაროთ ლიმონის   წვენით. იგი უხსოვარი დროიდან ითვლებოდა კანის გათეთრების ბუნებრივ და ეფექტურ  საშუალებად. წვენი მსუბუქად შეიზილეთ კანზე (მშრალი კანისას ლიმონის წვენით იფარება მხოლოდ ჭორფლიანი ადგილი) შემდგომ ლიმონის წვენი არ ჩამოიბანოთ ისე,გადაისვით მკვებავი.ლიმონის წვენის გარდა შეგვიძლია გამოვიყენოთ გრეიფრუტის წვენი (კანისთვის ყველაზე სასარგებლოა) ხახვის წვენი, მჟავე კომბოსტოს წვენი, ძმრის და ლიმონის წვენის ნარევი წყალთან თანაბარი ოდენობით. ასევე წითელი მოცხარის წვენის გამოყენებაც შეგიძლიათ, რომელიც სავსებით ცვლის ლიმონის წვენს, ოხრახუშის ძირებისა და ფოთლების ნაყენი, ან მისი წვენი, კეფირი, ბაბუაწვერას ყვავილების ნაყენი.

კანის გაწმენდის შემდეგ კარგია წაისვათ  ხაჭოსთან შერეული მჟავე რძის ნიღაბი 10-15 წუთით გაიჩერეთ (ცხიმიანი კანის შემთხვევაში ნიღბის წასმამდე ლიმონის წვენი წაისვით) ნიღაბი მოიშორეთ სველი ბამბის ტამპონით და ჯერ კიდევ სველ კანზე წაისვით მკვებავი. ჭორფლიანი კანის გასაწმენდად კარგია ასევე  2 ჩ.ჭ ვარდის წყალში გახსნილი    0.5  ჩ.კ.  ნიშადურის სპირტით სახის გაწმენდა.

პიგენტური ლაქები

პიგმენტური ლაქები (ხლოაზმები) მეტად გავრცელებული  კანის დეფექტია. ისინი წარმოადგენენ  სხვადასხვა ფორმისა და  ზომის , მუქი ყვითელი ფერის, ან ყავისფერ ჩვეულებრივი კანისაგან მკვეთრად გამორჩეულ  ლაქებს. გვხვდებიან სახეზე, კისერზე, ხელებზე, გულმკერდზე. ზამთარში ისინი შედარებით ბაცია,ზაფხულში კი მუქდებიან.

პიგმენტური ლაქების გაჩენა დაკავშირებულია რიგ პათოლოგიებთან, ესენია:  კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, ჰიპოვიტამინოზის პათოლოგიები, ასევე ორსულობა.

პიგმენტური ლაქების მოვლა

ასეთი სერიოზული კოსმეტიკური ნაკლის დროს აუცილებელია  კოსმეტოლოგთან,ან დერმატოლოგთან ვიზიტი, მათ უნდა დაადგინონ ლაქების წარმოშობის მიზეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანის გადაქერცვლას ხანმოკლე შედეგი ექნება. აუცილებელია ასეთ დროს კანი დავიცვათ მზისგან. პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ  იგივე მეთოდებსა და  საშუალებებს იყენებენ, რასაც ჭორფლის დროს, მაგრამ ყოველგვარი საშუალებების მოქმედება არაეფექტურია, თუ იმ ძირითად დაავადებას არ ვუმკურნალებთ, რომელიც პიგმენტური ლაქების წარმოშობის მიზეზია. ამრიგად უნდა მივმართოთ ექიმს ძირითადი დაავადების დადგენისა და მკურნალობის მიზნით. რაც შეეხება ორსულობის დროს  წარმოქმნილ  ლაქებს, იგი მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაქრება.

_____________________________________

♦♦ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე” ნახავთ აქ >>>>; გადასვლა >>>>> კოსმეტოლოგია

..