კოსმეტოლოგის 10 რჩევა ალერგიულ ადამიანებს

რატომ ვყიდულობ კოსმეტიკას ამაზონზე? პირადად ჩემთვის მთავარი მოტივია, რომ ამაზონზე არასდროს არაა ვადაგადაცილებული საქონელი. ცხადია ფასებიც ხელსაყრელია და მოწოდების დროც ზომიერია.

♦♦ ჰიპოალერგიული კოსმეტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” – hypoallergenic cosmetics


1. დაუტოვეთ პროფესიონალური კოსმეტიკა პროფესიონალებს. მათში შემავალი ნივთიერებები ბევრად უფრო აგრესიული და აქტიურია, ამიტომაც მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ სპეცილისტის მეთვალყურეობით და ისიც იშვიათად;

2. მაღალი კონცენტრაციის გამო, თავი შეიკავეთ ზედმეტად მკაფიო ფერის და მძაფრი სუნის, ასევე მდგრადი კოსმეტიკური საშუალებების ხმარებისაგან;

3. არ შეიძინოთ წინასწარი ტესტირების გარეშე ახალი კოსმეტიკური ხაზის პროდუქცია. ამისათვის ტანის მოსავლელი კოსმეტიკური საშუალება წაისვით იდაყვის სახსრის ნაკეცში, ხოლო სახისა – ყურის უკან. სამწუხაროდ ტუჩის საცხისა და თვალის ტუშისათვის ეს არ გამოდგება, ამიტომაც უმჯობესია, თავიდან მხოლოდ მათი მცირე ზომის (საცდელი) ვარიანტი შეიძინოთ.

4. ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ პროდუქციას. ასევე დაუნანებლად დაემშვიდობეთ იმ ვადიან პროდუქტს, რომელსაც შეცვლილი აქვს ფერი ან სუნი ან კონსისტენცია.

5. ნუ ამოიღებთ კრემს ქილიდან ხელით, უმჯობესია ერთჯერადი ბამბის ტამპონით ისარგებლოთ;

6. შეეცადეთ, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ფირმის კოსმეტიკა იხმაროთ. სხვადასხვა შემადგენელი ქიმიური ნივთიერებების შერევას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვეს;

7. ეცადეთ, არ იხმაროთ სპირტის მაღალი შემცველობის მქონე საშუალებები. ისინი იწვევენ სახის გამოშრობას, გაღიზიანებას და აადვილებენ ალერგენების ორგანიზმში შეღწევას;

8. ზოგიერთ სუნამოს შეუძლია ფოტომგრძნობელობის მომატება, ამიტომაც არ არის სასურველი სუნამოს ხმარება ზღვის სანაპიროზე ან სოლარიუმში გარუჯვის წინ;

9. სხეულის მოსავლელად გათვალისწინებული კოსმეტიკის სახეზე ხმარება, მით უმეტეს ქუთუთოს შიდა კიდეზე წასმა, დაუშვებელია. წამწამების შეღებვისას უმჯობესია, არ შეეხოთ წამწამის ძირს და შეღებოთ მხოლოდ მისი 2/3;

10. დაკვირვებით წაიკითხეთ ეტიკეტები: მაგ. მარცვლეულზე ალერგიის შემთხვევაში არ შეიძლება სახამებლის შემცველი პუდრის ან იმ კრემის ხმარება, რომელიც შეიცავს ჯეჯილისაგან გამონაწვლილს, ასევე ნიკელზე ალერგიის დროს იმ ფრჩხილის ლაქის ხმარება, რომლის ბოთლშიც მოთავსებულია ლაქის ასარევი ბურთულა.

და, რაც მთავარია, თუკი მაინც დაგემართათ ალერგია კოსმეტიკურ საშუალებაზე, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, და არა გამყიდველ-კონსულტანტს. თუკი თქვენ ალერგია გემართებათ კოსმეტიკური პროდუციის უმრავლესობაზე, აუცილებლად უნდა ესტუმროთ იმუნოლოგ-ალერგოლოგის კაბინეტს, ვინაიდან პრობლემა თქვენშია და არა კოსმეტიკაში.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგია