მკურნალობა უცხოეთში


საგრანტო და შეღავათიანი კრედიტების პროგრამები ითხოვენ ბიზნეს გეგმები იყოს ინოვაციური. MTVi agency (577 235 400, Caumednet@gmail.com) გთავაზობთ ინოვაციური, საავტორო ბიზნეს გეგმების მომზადებას, როგორც რეგიონალურ, ასევე დარგობრივ ჭრილში. ამ გვერდზე ჩვენ შევკრიბეთ განმარტებები, რომლებიც ტერმინს  „ინოვაცია“ ეხება.

ინოვაცია (ახალშემონაღები)

ახალი, ეფექტიანი პროდუქტის (მომსახურეობის) მიღების, მათი წარმოების წესის და შემდგომში შიგა და საგარეო ბაზარზე რეალიზაციის პროცესის შედეგია. იგი არის შემოქმედებითი პროცესის დამასრულებელი ეტაპი მისი პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით. თუ შემოქმედება გულისხმობს სიახლის შექმნას, ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება. ამდენად, როგორც სამეცნიერო-საწარმოო ციკლის საბოლოო შედეგი, იგი განიხილება ინოვაციური პროცესებიდან მოუწყვეტლივ.

ინოვაციური პროცესი

მეცნიერული ცოდნის ინოვაციებად გარდაქმნის პროცესია. იგი მთლიანობაში მოიაზრება, როგორც საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობათა მუდმივ ძიებას, დასმული ამოცანების გადასაწყვეტად სხვადასხვა რესურსული წყაროების გამოძებნას, მოზიდვას და კვლავწარმოებით პროცესში ჩართვას, მეცნიერებატევადი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების საშუალებით.

ინოვაციური საქმიანობა

ინოვაციური საქმიანობას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს წარმოების ტექნოლოგიური დონისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. იგი მიმართულია სამეცნიერო კვლევებისა და დამუშავებების შედეგების გამოყენებაზე ახალი ან სრუყოფილი საქონლისა თუ მომსახურეობის მიღების, მათი წარმოების წესისა და შიგა და საგარეო ბაზარზე შემდგომი ეფექტიანი რეალიზაციის მიზნით.

ინოვაციური პოტენციალი

(საწარმოს, დარგის, სახელმწიფოს) – ინოვაციური საქმიანობის განხორციელებაში მონაწილე სხვადასხვა სახის რესურსების ერთობლიობა. ინოვაციური პოტენციალი ეყრდნობა ინტელექტუალურ, მეცნიერულ-ტექნიკურ, საწარმოო, მატერიალურ და ფინანსურ პოტენციალებს.

სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა

სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს ინოვაციების დარგში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მიზნებს, მიმართულებებს და მეთოდებს. ინოვაციური პოლიტიკის ძირითად ამოცანას თანამედროვე ეტაპზე წარმოადგენს ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შეძლებს სამამულო ინტელექტუალური პოლიტიკისა და თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენებას კონკურენტუნარიანი პროდუქციის საწარმოებლად.

ინოვაციური სფერო

ინოვაციური პროდუქტის მწარმოებლისა და მომხმარებლის მოქმედების არეალი, რომელიც მოიცავს ინოვაციის შექმნას და გავრცელებას;

ინოვაციური ინფრასტრუქტურა

ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ უნარი უზრუნველყონ ინოვაციური საქმიანობა (ინოვაციური-ტექნიკური ცენტრები, ტექნოლოგიური ინკუბატორები, ტექნოპარკები, სასწავლო-ბიზნეს ცენტრები და სხვა ცენტ

ინოვაციურად აქტიური საწარმოები

საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ახალი ან/და გაუმჯობესებული პროდუქტის, ტექნოლოგიური პროცესების დამუშავება-დანერგვას ან ინოვაციური საქმიანობის სხვა სახეობებს.

ინოვაციური პროგრამა

(სახელმწიფო, სახელმწიფოთშორისი, რეგიონული, რეგიონათშორისო) – ინოვაციური პროექტების და ღონისძიებების კომპლექსი, პრინციპულად ახალი სახის პროდუქტის (ტექნოლოგიების) რაციონალურად ათვისებისა და გავრცელების ამოცანის ეფექტურად გადაწყვეტისათვის, რომელშიც განსაზღვრულია რესურსები, შემსრულებლები და შესრულების თარიღები.

წყარო: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა / ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე, გ. ქეშელაშვილი, დ. გეგია; [რედ.: ვლადიმერ პაპავა [და სხვ.]]; მდგრადი განვითარების საერთაშ. ფონდი-საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. – თბ.: ნეკერი, 2011. – 314გვ. : ცხრ., ნახ., ფოტ.; 20სმ.. – დანართები: გვ. 301-312. – ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. – ISBN: 978-9941-416-80-4

_________________________________

თეზაურუსი : ბიზნეს-გეგმების სათაო გვერდი,   ბიზნეს-გეგმების განმარტებითი ლექსიკონი ,ბიზნეს გეგმაბიზნეს გეგმებიბიზნეს გეგმების მომზადება, ბიზნეს გეგმების შედგენა, როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმაბიზნეს გეგმაროგორ მოვიზიდოთ ინვესტორი,  ინვესტორი, საინვესტიციო წინადადებები, საინვესტიციო წინადადებასაინვესტიციო პროექტები, საინვესტიციო პროექტი, საინვესტიციო წინადადების მომზადება, ბიზნესის მენეჯმენტი, ფინანსური ანალიზისაფინანსო ანალიზი, საფინანსო ანალიზი, ფინანსური ანალიზი, ძირტკბილა, საინვესტიციო პროექტი, საინვესტიციო პროექტის მომზადება, ფისტა, რა ღირს ბიზნეს გეგმაბიზნეს-გეგმა, საგრანტო პროექტების შედგენა, შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს გეგმა, შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს გეგმის მომზადება, შეღავათიანი კრედიტების პროექტების მომზადება, ბიზნეს გეგმები რაჭისათვის, ბიზნეს გეგმები ჯავახეთისათვის, ბიზნეს გეგმები კახეთისათვის, ინოვაციაინოვაციური, ინოვაციური ბიზნეს გეგმები, ბიზნეს გეგმები ემიგრანტებისათვის, ემიგრანტები,  ემიგრანტების ბიზნესი,  ემიგრანტების  დასაქმება ,  ემიგრანტების მომსახურებები, მოდის თუ არა ჩაწყობა გრანტებზე ?,  არის თუ არა ჩაწყობა გრანტებზე?,  არის თუ არა ჩაწყობა შეღავათიან კრედიტებზე , მოდის თუ არა ჩაწყობა შეღავათიან კრედიტებზე?

..

Comments are closed.

vaka