შაკიკი

შაკიკი (ჰემიკრანია) migraine, hemicrania

შაკიკი – (ნერვ. დაავ.) ხშირად ვლინდება სიყმაწვილის ასაკში; ავადდებიან უპირატესად ქალები. გარკვეული როლი ენიჭება მემკვიდრეობასაც. სიმპტომები – თავის ერთ ნახევარში პულსირებადი თავის ტკივილების შეტევები, რასაც თან სდევს გულისრევა, ღებინება. ჩვეულებრივ შეტევების დაწყებამდე ავადმყოფები უჩივიან სიმძიმის შეგრძნებას თავში, შეუძლოდ ყოფნას, შემდგომ ვითარდება ,,ნაპერწკლები’’ თვალების წინ ან მუქი ლაქები. ზოგჯერ შეტევების დროს აღინიშნება საგნების გაორება, პარეზები, აფაზია და ა.შ. (გართულებული შაკიკი). შეტევები გრძელდება რამდენიმე საათიდან 1 – 2 დღემდე. ასაკთან ერთად შეტევები იშვიათდება და შესაძლოა საერთოდაც გაქრეს.

ნერვული სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

შაკიკი – (ნერვ. დაავ.) ხშირად ვლინდება სიყმაწვილის ასაკში; ავადდებიან უპირატესად ქალები. გარკვეული როლი ენიჭება მემკვიდრეობასაც. სიმპტომები – თავის ერთ ნახევარში პულსირებადი თავის ტკივილების შეტევები, რასაც თან სდევს გულისრევა, ღებინება. ჩვეულებრივ შეტევების დაწყებამდე ავადმყოფები უჩივიან სიმძიმის შეგრძნებას თავში, შეუძლოდ ყოფნას, შემდგომ ვითარდება ,,ნაპერწკლები’’ თვალების წინ ან მუქი ლაქები. ზოგჯერ შეტევების დროს აღინიშნება საგნების გაორება, პარეზები, აფაზია და ა.შ. (გართულებული შაკიკი). შეტევები გრძელდება რამდენიმე საათიდან 1 – 2 დღემდე. ასაკთან ერთად შეტევები იშვიათდება და შესაძლოა საერთოდაც გაქრეს.

Share this...Share on Facebook
Facebook