სასულე-საყლაპავის ფისტულა

სასულე-საყლაპავის ფისტულა

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სასულე-საყლაპავის ფისტულა (ახალშობილებში) – მის განვითარებას უკავშირებენ ემბრიოგენეზის პერიოდში ე. წ. პირველადი ნაწლავის არასწორ დაყოფას სასუნთქ და საყლაპავის მილებად. ფისტულა მდებარეობს, როგორც წესი, მაღლა, ხერხემლის 1-ლი მალის დონეზე. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია ფისტულის დიამეტრზე. ბავშვის კვების დროს ხდება საკვების გადასროლისა საყლაპავიდან სასუნთქ გზებში, რის გამოც წარმოიქმნება ხველისა და ციანოზის შეტევები, განსაკუთრებით ბავშვის ჰორიზონტალური მდებარეობის დროს.

სასულე-საყლაპავის ფისტულა (ახალშობილებში) – დიაგნოზის დაზუსტება ხდება ბრონქოსკოპური გამოკვლევით. ფისტულა მდებარეობს ტრაქეის უკანა გვერდით კედელზე, ბიფურკაციაზე რამდენადმე ზევით. მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. დიაგნოსტიკის, ოპერაციისწინა და მის შემდგომ პერიოდებში რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვს კვებავენ ზონდით, ატარებენ ასპირაციული პნევმონიის მკურნალობას. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები