ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად. სიმპტომები: მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი – თეთრი, რომლის ფონზეც ჩანს მუქი წითელი ფერის ყვითელი ლაქა (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული. თვალის კაკალზე დაჭერილსას სისხლძარღვთა პულსაცია მხედველობის ნერვის დისკზე არ აღინიშნება. დისკო მკრთალია, მისი საზღვრები არამკაფიოა პერიპაპილარული შეშუპების გამო. პროცესის შედეგია მხედველობის ნერვის ატროფია და ყვითელი ხალის დეგენერაცია. შენარჩუნებულია უმნიშვნელო პერიფერიული მხედველობა. ცენტრალური არტერიის ტოტების დაცობის დროს ხდება მხედველობის ველის შესაბამისი უბნის გამოთიშვა. მკურნალობა. გამოიყენება სისხლძარღვთა გამაფართოვებელი და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები. გვიანდელ სტადიებში ცვლითი პროცესების გასაუმჯობესებლად ინიშნება ვიტამინოთერაპია (А, В1, B6, В12, С). პროგნოზი ბადურის ცენტრალური არტერიის სპაზმის დროს კეთილსაიმედოა, დაცობის სხვა სახეების დროს – სერიოზულია, მხედველობა მკვეთრად ქვეითდება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook