Tag Archives: საზღვრები

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად. სიმპტომები: მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი – თეთრი, რომლის ფონზეც ჩანს მუქი წითელი ფერის ყვითელი ლაქა (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული.

Read More

ასციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასციტი – მუცლის წყალმანკი. მუცლის ღრუში სითხის (ტრანსუდატის) დაგროვება, რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: ღვიძლის და მუცლის ღრუს ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები, სისხლის მიმოქცევის დარღვევები კარის ვენის სისტემაში, პერიტონეუმის ტუბერკულოზი, გულის მანკები, ზოგჯერ თირკმლის დაავადებები. სიმპტომები და მიმდინარეობა. მუცელი მოცულობაში მომატებულია. აღინიშნება პერკუტორული ხმიანობის მოყრუება, ავადმყოფის ერთი გვერდიდან მეორეზე

Read More