Tag Archives: ხალის

ბრუკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბრუკის სინდრომი – კისტოზური ადენოიდური ეპითელიომა. პაპულოზური მრავლობითი ტრიქოეპითელიომა. ადენოკისტოზური ეპითელიომა. ვითარდება ხალის დისპლაზიის შედეგად. ატარებს თანდაყოლილ ხასიათს, ხშირად ოჯახურია. ყველაზეხშირია სახეზე. არის ნახევრადგამჭვირვალე კვანძები. ეგავს ბუშტუკებს, მკვრივი კონსისტენციისა, გაფანტული ან შეჯგუფულია, უმტკივნეულო. უფრო ხშირია ახალგაზრდებში. ძალზე იშვიათია ავთვისებიანი გადაგვარება. სინონიმები: იარიშის ტრიქოეპითელიომა, უნას აკანთომა, ვინკლერის ეპითელიომატოზური

Read More

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად. სიმპტომები: მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი – თეთრი, რომლის ფონზეც ჩანს მუქი წითელი ფერის ყვითელი ლაქა (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული.

Read More