დიალიზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიალიზი – (ბერძნ. dyalysis – დაშლა, გამოყოფა), კოლოიდური სისტემებიდან და მაღალმოლეკულური ნაერთების ხსნარებიდან დაბალმოლეკულური მინარევების გამოყოფა ნახევრად შეღწევადი მემბრანების მეშვეობით. დიალიზისისთვის განკუთვნილი უმარტივესი მოწყობილობა – დიალიზატორი წარმოადგენს ნახევრად შეღწევადი მასალისაგან დამზადებულ პარკს ან მასრას, რომელსაც სადიალიზო სითხით ავსებენ და გამხსნელში (დისპერსიული სისტემა) ჩაყურსავენ. პარკის ნაცვლად ხშირად იყენებენ ცილინდრულ ჭურჭელს, რომელსაც ძირის ნაცვლად ნახევრად შეღწევადი მემბრანა აქვს (მემბრანებს ამზადებენ კოლოდიუმისაგან, ცელოფანისაგან, ცხოველური ან მცენარეული აპკისაგან და სხვ.) დიალიზი განპირობებულია დიფუზიით. ამიტომ იგი ნელა მიმდინარეობს; პროცესის დაჩქარება შეიძლება ტემპერატურის გაზრდით, მემბრანის სხვადასხვა მხარეს წნევათა სხვაობის შექმნით დასხვ. ელექტროდიალიზი, ანუ დიალიზი ელექტრულ ველში, რამდენიმე ათეულჯერ აჩქარებს ელექტროლიტებისაგან სადიალიზო სისტემის გასუფთავების პროცესს. ელექტროდიალიზს ატარებენ ელექტროდიალიზატორში. განსაკუთრებით ეფექტურია ელექტროდიალიზი იონგაცვლითი მასალებისაგან დამზადებული იონიტური მემბრანების გამოყენებით. დიალიზსა და ელექტროდიალიზს იყენებენ მრავალ ტექნოლოგიურ პროცესში, ფიზიკურ – ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის დროს, აგრეთვე მედიცინაში. [“1”] დიალიზი – დაბალმოლეკულური მინარევების მოცილება კოლოიდური სისტემებიდან და მაღალმოლეკულური ნაერთების ხსნარებიდან ნახევრადგანვლადი მემბრანიდან დიფუზიის გზით, რომელიც ატარებს პატარა მოლეკულებსა და იონებს, მაგრამ აკავებს კოლოიდურ ნაწილაკებსა და მიკრომოლეკულებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა