მშობიარობის შემდგომი სეფსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მშობიარობის შემდგომი სეფსისი – ვითარდება მშობიარობის შემდგომი პერიოდის სხვადასხვა დღეებში. იწყება მწვავედ, ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა, აღინიშნება მაღალი ჰექტიური ტემპერატურა, შემცივნება, ხშირი პულსი, გონების დაბინდვა, სისხლის სეპტიკური სურათი, ბაქტერიემია. შინაგანი ორგანოებიდან განსკუთრებით ხშირად ზიანდება ფილტვები (სეპტიკური პნევმონია). თირკმელების მძიმე დაზიანება იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას. შემდეგში დაავადების კლინიკური სურათი განისაზღვრება ჩირქოვანი კერების ლოკალიზაციით (თრომბოფლებიტი, დიფუზური პერიტონიტი და სხვ.). დიაგნოზი ეფუძნება დაავადების კლინიკურ სურათს, სისხლის ანალიზის, სისხლის დათესვის მონაცემებს. აუცილებელია დიფერეციალური დიაგნოზის გატარება მწვავე ექსტრაგენიტალურ ინფექციებთან. მკურნალობა. ავადმყოფის სათანადო მოვლა, სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი კვება. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები (ცეპორინი, ამპიცილინი, ვიბრამიცინი, კანამიცინი და სხვ.) ვენაში შეჰყავთ გლუკოზის 5% – იან ხსნართან; ინიშნება ასევე В ჯგუფის ვიტამინები, ასკორბინის მჟავა, დეზინტოქსიკაციური საშუალებები (გლუკოზის 40% – იანი ხსნარი, პოლიგლუკინი), მშრალი პლაზმა, გულ – სისხლძარღვთა საშუალებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook