სინათლისმიერი ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სინათლისმიერი ოფთალმია – კონიუნქტივის, რქოვანას და ბადურა გარსის  დამწვრობა თვალზე ძალიან კაშკაშა სინათლის ზემოქმედებით. სიმპტომები. 6 – 8 საათის შემდეგ სინათლის მოქმედების შემდეგ ვლინდება მწვავე ტკივილი თვალებში, ბლეფაროსპაზმი, ცრემლდენა. კონიუნქტივა ჰიპერემიულია და რამდენადმე შეშუპებულია, ზოგჯერ ვლინდება პერიკორნეალური ინიექცია. რქოვანა დაბინდულია. გუგები შევიწროვებულია, რეაქცია სინათლეზე დუნეა. ბადურა გარსის დაზიანება ლოკალიზდება ყვითელი ლაქის მიდამოში და იწვევს მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებას და ცენტრალური სკოტომის გაჩენას. ახალ შემთხვევებში ოფთალმოსკოპიის დროს ჩანს ბადურა გარსის მსუბუქი შეშუპება, შედარებით მოგვიანებით სტადიებში  –  წერტილოვანი მოყვითალო კერები პიგმენტაციით. მკუნალობა. წყლიანი ცივი საფენები, ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 0,5% – იანი ხსნარით ან ტანინით. 0,5% – იანი დიკაინის ხსნარის და ადრენალინის 0,1% – იანი ხსნარის ინსტილაციები. რქოვანას ეროზიების დროს  –  დეზინფიცირებადი საშუალებები. პროგნოზი კეთილსაიმედოა. ბადურას მძიმე დამწვრობის დროს აღინიშნება მხედველობის მყარი დაქვეითება. პროფილაქტიკა: თვალების დაცვა მუქი სათვალეებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა