სტრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტრომა – (ბერძნ. stroma  –  საფენი, საგებელი) (ბიოლ.), 1. ადამიანისა და ცხოველთა ორგანოების (ჯირკვლების, საკვერცხის, ელენთის, ლიმფური კვანძების და მისთ.) ქსოვილური ელემენტები (უმეტესად  –  შემაერთებელი ქსოვილის) ბოჭკოების წნულების ერთობლიობა, რ – იც სხვა უჯრედებს უკავშირებს ერთმანეთს და საყრდენს უქმნის მათ; ზოგჯერ სტრომა ჰქვია თვით უჯრედში არსებულ ბადისებრ სტრუქტურებსაც (მაგ., ერითროციტის სტრომა); 2. ბევრი ჩანთიანი და უსრული სოკოს ჰიფების მჭიდრო ხლართი, რ – ზედაც განლაგებულია ნაყოფსხეულები ან კონიდიოფორები; 3. წყალმცენარეებისა და უმაღლესი მცენარეების პლასტიდების უფერული ცილოვანი საფუძველი, რომელშიც მოთავსებულია პიგმენტების შემცველი მემბრანების (ილაკოიდების) მკაცრად მოწესრიგებული სისტემა. [“1”] 2. (stroma; ბერძ. Stroma საფენი, საგები) მრავალი ორგანოსა და სიმსივნის შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურული ელემენტი, რომელიც შეადგენს მათ რბილ ჩონჩხს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა