Tag Archives: წნულების

ქორიომენინგიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიომენინგიტი – თავის ტვინის გარსების ანთება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების პროცესში ჩართვით. მისი გამომწვევია ვირუსი. კლინიკურად ვლინდება თავის ინტენსიური ტკივილებით, თავის ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომებით, მაღალი ლიმფოციტარული პლეოციტოზით თავზურგტვინის სითხეში. შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე კანზე გამონაყარი, ალოპეცია, პნევმონია, პაროტიტი, ორქიტი, მიოპერიკარდიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;  მკურნალობა სიმპტომატურია.  პროგნოზი – კეთილსაიმედო.

Read More

ქორიოდკარცინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოდკარცინომა – (ლათ. chorioideus სისხლძარღვოვანი წნული + ბერძ. Karkinos კიბო +  – oma სიმსივნე; სინ.: ქორიოიდული კარცინომა)ავთვისებიანი ნეიროექტოდერმული სიმსივნე, რომელიც ვითარდება  თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების ეპითელიდან. წარმოადგენს ქორიოიდპაპილომის ავთვისებიან ვარიანტს. გვხვდება საკმაოდ იშვიათად; კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია სიმსივნის და მისი მეტასტაზის ლოკალიზაციაზე. განსაკუთრებით დამახასიათებელია თავის ტვინის ზოგადი სიმპტომები,

Read More