Tag Archives: გაღიზიანების

ქრომატოლიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატოლიზი – (chromatolysis ბერძნ.chroma, chromatos  –  ფერი და lysis  –  გახსნა)    1. დეგენერირებული  უჯრედების ბირთვში ქრომატინის გახსნა, რომელიც აღარ იღებება; 2. ტიგროიდული ნივთიერების (ნისლის მარცვლების) გაფანტვა ნეირონების გაღიზიანების დროს, რაც დაკავშირებულია პროტონეიროფიბრილებისა და გრანულური ენდოპლაზმური ბადის ელემენტების დაშლასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More

ქორიომენინგიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიომენინგიტი – თავის ტვინის გარსების ანთება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების პროცესში ჩართვით. მისი გამომწვევია ვირუსი. კლინიკურად ვლინდება თავის ინტენსიური ტკივილებით, თავის ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომებით, მაღალი ლიმფოციტარული პლეოციტოზით თავზურგტვინის სითხეში. შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე კანზე გამონაყარი, ალოპეცია, პნევმონია, პაროტიტი, ორქიტი, მიოპერიკარდიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;  მკურნალობა სიმპტომატურია.  პროგნოზი – კეთილსაიმედო.

Read More