უკანა ხვრელის ატრეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უკანა ხვრელის ატრეზია – არადროული დიაგნოსტირების დროს შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავთა დაბალი გაუვალობა. უკანა ხვრელის ატრეზია ხშირად კომბინირებულია სწორი ნაწლავის ატრეზიასთან ან აგენეზიასთან. სწორი ნაწლავის ატრეზია, როგორც წესი, ვლინდება სხვადასხვა ფისტულების სახით. გოგონებში ფისტულები იხსნება საშოში ან მის კარიბჭეში. ბიჭუნებში გვხვდება რექტოშორისული, რექტოურეთრალური, რექტოვეზიკულური ფისტულები. ანორექტალური მანკები შემთხვევათა 30% – ში შერწყმულია შარდგამომყოფი სისტემის განვითარების მანკებთან. სწორი ნაწლავის ატრეზიის ფისტულოვანი ფორმისაგან განსხვავდება უკანა ტანის ექტოპია, რომლის დროსაც ნორმალურად ფორმირებული უკანა ხვრელი გადანაცვლებულია წინისაკენ. ამასთან ამ უკანასკნელის ფუნქცია არ ირღვევა. თუმცა მნიშვნელოვანი გადანაცვლებისას გოგონებში შესაძლოა წარმოიქმნას ვულვოვაგინიტები, საშარდე გზების აღმავალი ინფექციები. მკურნალობა ოპერაციულია. იგი ტარდება დიაგნოზის დადაგენისთანავე. პათოლოგიის ფისტულოვანი ფორმების დროს გოგონებში ოპერაცია შესაძლოა გადაიდოს 1 წლის ასაკამდე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა