მასაჟები წარმოადგენენ მექანიკურ და რეფლექსურ ზემოქმედებათა ერთიანობას კანსა და ორგანოებზე გაწელვის, ზეწოლისა და ვიბრაციის სახით. მასაჟი ტარდება როგორც ხელების, ისე სპეციალური აპარატების (საჰაერო, წყლის ) მეშვეობით, რომლის საბოლოო მიზანი სამკურნალო ეფექტის მიღწევაა.
მასაჟის ეფექტის გასაძლიერებლად იყენებენ სპეციალურ სამასაჟე ზეთებს, არომატულ, საკმევლის ზეთებს, სამკურნალო მალამოებს, გელებსა და სხვა პრეპარატებს და აგრეთვე ტემპერატურულ ზემოქმედებას კრიომასაჟის დროს.
კანსა და კუნთებზე არსებული რეცეპტორები აღიქვამენ გაღიზიანებას, რომელიც გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას. იმპულსების ნაკადს, იმის მიხედვით თუ როგორია მასაჟის ტექნიკა შეუძლია როგორც აღაგზნოს, ისე დათრგუნოს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედება, რომელიც შემდეგ ვლინდება ორგანოთა სისტემებზე. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს სამასაჟე ზეთების სწორი და მიზანმიმართული გამოყენება, რათა მივიღოთ სასურველი დამატებითი ეფექტი.
ზოგადი ინფორმაცია მასაჟის შესახებ
- მასაჟები
- მასაჟების ჩამოყალიბების ისტორია
- მასაჟების სახეები და კლასიფიკაცია
- მასაჟების ტექნიკა
- მასაჟების ჩვენებები
- სიტუაციები, რომლის დროსაც მასაჟის გაკეთება არ შეიძლება
მასაჟების კლასიფიკაცია
…მასაჟების სახეები
…მასაჟის ფორმები
…მასაჟების მეთოდები
- მასაჟები აპარატის გამოყენებით
- ვიბრომასაჟები
- პნევნომასაჟები
- ჰიდრომასაჟები
- კომბინირებული მასაჟი
- მასაჟი ფეხით
- მასაჟი ხელით
მასაჟორები
ნელსაცხებლები მასაჟისათვის
მასაჟისტები, მასაჟის კაბინეტები