ასტიგმატიზმი ბავშვებში

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

კონტაქტური ლინზები
ბიფოკალური და მულტიფოკალური ლინზები
ფერადი ლინზები
Disposable Lenses
კონტაქტური ლინზების მოვლის საშუალებები
თვალის წვეთები, ლუბრიკანტები (დამატენიანებელი)
სათვალის თასმები
სათვალის მოვლის საშუალებები
სათვალე საკითხავი
სათვალის ჩარჩოები მამაკაცებისათვის 
სათვალის ჩარჩოები ქალებისათვის 
მზის სათვალეები ქალებისათვის 
მზის სათვალეები კაცებისათვის 
მზის სათვალეები გოგონებისათვის 
მზის სათვალეები ბიჭებისათვის


ასტიგმატიზმი ბავშვებში

ასტიგმატიზმის დროს არსებობს ორი არასწორი ოპტიკური ფოკუსი, რის გამოც აღინიშნება საგნების დამახინჯებული ხედვა, რაც აფერხებს ბავშვებში  მხედველობის სისტემის განვითარებას.
ასტიგმატიზმი თანდაყოლილი პათოლოგიაა და ვითარდება რქოვანას, იშვიათად კი ბროლის არასწორი (არასფეროსებრი) ფორმის გამო.

მოსახლეობის ერთ მეოთხედში აღინიშნება ე.წ. ფიზიოლოგიური ასტიგმატიზმი (0.5 D), რაც არ მოითხოვს ჩარევას, თუმცა თუ ასტიგმატიზმის დონე აღემატება  1.0D, ეს  გავლენას ახდენს მხედველობაზე და საჭიროებს კორექციას.
ასტიმატიზმის დიაგნოსტირება ხშირად ხდება ბავშვებში დაახლოებით ორი წლის ასაკში მხედველობის პროფილაქტიკური შემოწმებისას.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თუ ბავშვი უჩივის თავის ტკივილს, არასასიამოვნო შეგრძნებას წარბების ზევით მიდამოში, სწრაფად იღლება მხედველობითი დატვირთვის დროს,  შეიძლება ეჭვი მივიტანოთ ასტიგმატიზმზე.
ბავშვთა ოფთალმოლოგის მიერ დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ხდება სათვალეების ან კონტაქტური ლინზების შერჩევა სუბიექტური ამტანობისა და ასაკის გათვალისწინებით.
ჩვეულებრივ ასტიგმატიზმის დროს ინიშნება სათვალეები ცილინდრული ლინზებით მუდმივი ტარებისათვის. ასტიგმატიზმი ბავშვებშიქირურგიული ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს 18 წლის ასაკის შემდეგ, როდესაც მხედველობის სისტემა სრულადაა ჩამოყალიბებული.
ასტიგმატიზმის დროს აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია წელიწადში ორჯერ.
თუ ბავშვი ატარებს სათვალეებს, მნიშვნელოვანია თვალის ზრდაზე დაკვირვება და სათვალის დროული შეცვლა.
ასტიგმატიზმის პროგრესირება არ ხდება, ამიტომ კვალიფიციური სპეციალისტის  რეკომენდაციების დაცვით შესაძლებელია მდგომარეობის კონტროლი.
თუმცა მნიშვნელოვანია ასტიგმატიზმის ადრეულ ასაკში დიაგნოსტირება, რადგან იზრდება სიელმისა და ამბლიოპიის განვითარების ალბათობა.

გადასვლა>> 1.  ბავშვი 2. ოფთალმოლოგია 3. ასტიგმატიზმი 4. ასტიგმატიზმი (განმარტ.ლექს.)


  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.