სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

კრონის დაავადება - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასპეციფიკური ანთებითი დაზიანება; ხასიათდება ანთებითი ინფილტრატებისა და ღრმა წყლულების წარმოქმნით, რომლებიც რთულდებიან პერფორაციებით, ასევე გარეთა და შიგნითა ფისტულების წარმოქმნით, სისხლდენითა და სხვ.

ეტიოლოგია დადგენილი არ არის. კრონის დაავადება ვლინდება გრანულომატოზური კოლიტის სახით. მსხვილ ნაწლავში გრანულომატოზური ანთებისა და წყლულოვანი კერების წარმოქმნა იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას, ფაღარათს, გამოფიტვას, ნაწლავებიდან სისხლდენას, ანემიას, დისპროტეინემიას, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევასა და სეპტიკური ხასიათის გართულებებს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ლოკალური დაზიანებების დროს, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება ილეოცეკალურ არეში, აღინიშნება საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება სუბფებრილურ ციფრებამდე. პალპაციით ისინჯება ინფილტრატი მუცლის მარჯვენა ნახევარში. არც თუ იშვიათად დაავადება იწყება მწვავედ და კლინიკურად მსგავსია მწვავე აპენდიციტისა; ზოგჯერ კი დიაგნოსტირდება ოპერაციის დროს (ვლინდება ტერმინალური ილეიტი ან ილეოკოლიტი). შემდგომში ამ ზონაში ჩნდება შიგნითა ან გარეთა ფისტულა. შედარებით გავრცელებულია მსხვილი ნაწლავის სეგმენტური დაზიანებები, რომლებიც მიმდინარეობენ მძიმედ და სიმპტომატიკისა და მიმდინარეობის მიხედვით მოგვაგონებენ არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს, ამასთან გრანულომატოზური კოლიტის დროს სწორი ნაწლავი შედარებით იშვიათად ზიანდება, ვიდრე მსხვილი ნაწლავის სხვა ნაწილები. ხშირია შიგნითა და გარეთა ფისტულები, ღრმა ანალური ნახეთქები.

დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ მონაცემებს, რექტო- რომანო- და კოლონოსკოპიასა და ბიოფსიას (ღრმა პლაზმოლიმფოციტული ინფილტრაცია, სარკოიდული გრანულომები).

მკურნალობა კონსერვატიულია, ძირითადად ისეთივე, როგორიც  არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. მისი არაეფექტურობისა და მძიმე გართულებების დროს (პერფორაცია, სისხლდენა, ტოქსიკური დილატაცია, ნაწლავური გაუვალობა) ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა, რომელიც მიმართულია დაზიანებული ნაწილების ლიკვიდაციისაკენ.

პროგნოზი მძიმეა, გახანგრძლივებული პროგრესირებადი მიმდინარეობის გამო. რადიკალური ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია ხანგრძლივი რემისია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 3528 times by 2210 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka