ლალი დათეშიძე
ნაღველკენჭოვანი ნაწლავური გაუვალობა. დაავადებისათვის დამახასიათებელია: ავადმყოფთა ასაკი 60-70 წელი, ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი ანამნეზში, ნაწლავური გაუვალობის სურათი. სპაზმის ლიკვიდაციის შემდეგ კენჭი განაგრძობს მოძრაობას. საბოლოოდ კი ახდენს ნაწლავის ობტურაციას ილეოცეკალური კუთხიდან 1 მ-ში – წვრილი ნაწლავის ყველაზე წვრილ ნაწილში.
მკურნალობა ოპერაციულია; მაღალი ლეტალობა განპირობებულია ხანდაზმულ ავადმყოფებში თანმხლები პათოლოგიის სიმძიმით.
სიმსივნური ნაწლავური გაუვალობა ხშირად წარმოიქმნება კოლინჯის მარცხენა ნახევარში ლოკალიზებული სიმსივნით. დამახასიათებელია ავადმყოფთა ხანდაზმული ასაკი, შეკრულობა, სრული ნაწლავური გაუვალობის განვითარებით. ფიზიკალური გამოკვლევით აღინიშნება მუცლის შებერვა, საწყის სტადიებზე - მისი ასიმეტრია;დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. თუკი კონსერვატიული თერაპია არაეფექტიურია, ნაჩვენებია ოპერაცია. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით ახდენენ ხელოვნური უკანა გასავლის ფორმირებას, ან ატარებენ გარტმანის ტიპის ობსტრუქციულ რეზექციას.
ინვაგინაცია განპირობებულია ნაწლავის ერთი სეგმენტის ჩანერგვით მეორეში. განასხვავებენ ანტეგრადულ და რეტროგრადულ ინვაგინაციას. ბავშვთა ასაკში ინვაგინაციის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა გენეზის ფაღართი, მოზრდილებში - ნაწლავის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც აღიზიანებენ რა ნაწლავს, აძლიერებენ მის პერისტალტიკას და იწვევენ ინვაგინაციას
სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება ტკივილი, ღებინება, მუცელში ისინჯება ცომისებრი წარმონაქმნი, რომელიც მტკივნეულია პალპაციით. აღინიშნება სისხლის შერევა განავალში; პროგრესირებადი ილეოცეკალური ინვაგინაციის დროს რექტალური გამოკვლევით ზოგჯერ ისინჯება ინვაგინატის თავი. ასეთ შემთხვევაში დიაგნოზი დასტურდება ირიგოსკოპიით.
მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში ოპერაციულია: ბავშვთა ასაკში, ტარდება დეზინვაგინაცია, მოზრდილებში – ინვაგინატის ამოკვეთა. პროგნოზი დამოკიდებულია ინვაგინაციის მიზეზზე.
შეხორცებადი ნაწლავური გაუვალობა გვხვდება შემთხვევათა 30%-ში. შეხორცებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავთა გაჭყლეტა და ობტურაციული გაუვალობა, გარდა ამისა, მასიური ნაწიბურებმა შესაძლოა გაჭყლიტონ ნაწლავის ჯორჯალი ნაწლავის კედელთან ერთად და გამოიწვიონ სტრანგულაციური გაუვალობა. შეხორცებები ხელს უწყობენ ასევე გადახლართვის განვითარებას. შეხორცებადი გაუვალობა ხშირად ატარებს მორეციდივე ხასიათს: ჩვეულებრივ საკვების ჭარბი რაოდენობის მიღების შემდეგ აღინიშნება ტკივილის გაძლიერება, რაც განპირობებულია ნაწლავის კედლის გაჭიმვით, ნაწლავის შეკუმშვის უნარის დაქვეითებითა და ნაწლავური შიგთავსის პასაჟის დეკომპენსაციით. კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ ნაწლავური შიგთავსის ასპირაციით, პერისტალტიკა შესაძლოა აღდგეს და გაუვალობა ლიკვიდირდება. მუცლის ღრუზე ჩატარებული ყოველი განმეორებითი ოპერაცია, მათ შორის გაუვალობის გამო, იწვევს შეხორცებადი პროცესის გაზრდას. თუკი შეხორცებადი გაუვალობა ატარებს ობტურაციულ ხასიათს, შესაძლებელია კონსერვატიული თერაპიის ჩატარება. არაეფექტურობის ან სტრანგულაციის მოვლენების დროს ტარდება ქირურგიული მკურნალობა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1026 times by 502 viewers



