ლალი დათეშიძე
სასულე-საყლაპავის ფისტულა (ახალშობილებში) – მის განვითარებას უკავშირებენ ემბრიოგენეზის პერიოდში ე. წ. პირველადი ნაწლავის არასწორ დაყოფას სასუნთქ და საყლაპავის მილებად. ფისტულა მდებარეობს, როგორც წესი, მაღლა, ხერხემლის 1-ლი მალის დონეზე. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია ფისტულის დიამეტრზე. ბავშვის კვების დროს ხდება საკვების გადასროლისა საყლაპავიდან სასუნთქ გზებში, რის გამოც წარმოიქმნება ხველისა და ციანოზის შეტევები, განსაკუთრებით ბავშვის ჰორიზონტალური მდებარეობის დროს.
დიაგნოზის დაზუსტება ხდება ბრონქოსკოპური გამოკვლევით. ფისტულა მდებარეობს ტრაქეის უკანა გვერდით კედელზე, ბიფურკაციაზე რამდენადმე ზევით.
მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. დიაგნოსტიკის, ოპერაციისწინა და მის შემდგომ პერიოდებში რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვს კვებავენ ზონდით, ატარებენ ასპირაციული პნევმონიის მკურნალობას.
პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 437 times by 207 viewers



