მწვავე ბუასილი

მწვავე ბუასილი

სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ფონზე,  შეიძლება განვითარდეს ბუასილის მწვავე ფორმა. ავადმყოფს უჩნდება მტკივნეული გამობერილობა ანუსის მოდამოში. სპეციალური პოსტი სამედიცინო ინტერნეტ–ქსელის medgeonet ბაზაზე >>>

არჩილ შენგელია

საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ავადმყოფს უჩნდება მტკივნეული გამობერილობა ანუსის მიდამოში, რაც საკმაოდ შემაწუხებელია. ასეთ დროს ადამიანს ერთნაირად უჭირს დგომაც, ჯდომაც და, მითუმეტეს კუჭში გასვლა. მსგავსი რამ ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ ბუასილი, თუმცა ზოგჯერ აღინიშნება ისეთებშიც, რომლებიც არაფერს არ უჩივიან, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. პანიკა, იმის შიშით, რომ იწყება ბუასილი. სინამდვილეში საუბარია ეგრე წოდებულ პერიანალური მიდამოს ფლებოთრომბოზზე.

მრავალი მიზეზია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ბუასილი: ყაბზობა, დიარეა, სიმძიმეების აწევა, გაცივება, ხანგრძლივი ჯდომა ან პირიქით, ხანგრძლივი დგომა, გადამეტებული კვება, მწარე საკვები, ალკოჰოლი, ანალური სექსი და სხვ.

მწვავე ბუასილი  ვლინდება ანუსის მიდამოში ერთი-ორი იზოლირებული, ან მჭიდროდ შეკრული მტკივნეული კვანძების წარმოქმნით, რომელთან შეხებაც კი ძალიან მტკივნეულია. იშვითადად ასეთი კვანძები განლაგდებიან უფრო ფართოდ ანუსის ირგვლივ, ან საერთოდ ანუსის ცირკულარულად. ჩვეულებრივ ამ წამების მიზეზია ის, რომ ,,კოპების“ შიგნით წარმოიქმნება სისხლის თრომბი, რომელიც ჭიმავს ქსოვილებს და იწვევს ძლიერ ტკივილს. ზოგჯერ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, თრომბოზი შეიძლება წარმოიქმნას  ყოველგვარი ბუასილის გარეშე. ასეთ შემთხვევაში იგივე მიზეზებით ,,სკდება’ სისხლძარღვი ანუსის მიდამოში და წარმოიქმნება სისხლის კოლტი.

ჩივილი მწვავე ბუასილის დროს სხვადასხვაგვარად აღიწერება: ,,კოპი“, ,,გამკვრივება“, ,,შესიება“, ,,კვანძების გამოვარდნა“. ტკივილი შეიძლება იყოს უმნიშვნელო დისკომფორტის დონეზე, თუმცა უფრო ხშირად ის ძალიან ძლიერი და მკვეთრად გამოხატულია, ზოგჯერ-მოუთმენელიც (პერიანალური მიდამო საკმაოდ მგრძნობიარეა ტკივილისადმი). გამკვრივება ზომით შეიძლება ხორბლის მარცვლის ზომის იყოს, ასევე ცირკულარული თრომბის ზომის, რომელიც იწვევს დაბუჟებასა და ქსოვილების ნეკროზს. ძირითადად ,,კოპები“ ჩნდება გარედან ანალური მიდამოს ირგვლივ; ასევე შეიძლება იყოს ანალური ხვრელის სიღრმეში. დროთა განმავლობაში, მკურნალობის გარეშეც, თრომბი გაიწოვება 1-3 კვირაში, ტკივილი თანდათან ქრება. მტკივნეული ,,კოპის“ ნაცვლად ჩვეულებრივ  რჩება რბილი, უმტკივნეულო ე.წ. ,,კუდი“ –  ანუ გარეგანი ჰემოროიდული კვანძი ან ანალური ,,ფოჩი“. მწვავე ბუასილის დროს ზოგჯერ აქტიური მკურნალობის ფონზეც კი თრომბის გაწოვა რამდენიმე თვე გრძელდება. აქ ნაჩვენებია უფრო რადიკალური თერაპია.

მწვავერ ბუასილის დროს ზოგჯერ თრომბი გახეთქავს ლორწოვან გარსს, ჩნდება სისხლი, რაც უფრო აშინებს ავადმყოფს, თუმცა ტკივილი კლებულობს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ის თრომბი, რომელსაც შეუძლია ,,გაიაროს“ სისხლძარღვებში და გამოიწვიოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები.

 საავტორო უფლებები დაცულია

ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული  ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან,  პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

…..