ჰემოროიდული კვანძები

ჰემოროიდული კვანძები – ჰიპერტროფირებული სისხლძარღვოვანი ქსელი ანუსის მიდამოში.

როგორ  წარმოიქმნება ჰემოროიდული კვანძები

ჰემოროიდული კვანძებიკლინიკური გამოკვლებებით ნაჩვენებია, რომ ჰემოროიდული კვანძების საფუძველია კავერნოზული სხეულაკები, რომლებიც განლაგებულია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსისა და ანალური ხვრელის ქვეშ.
ასეთი აგებულების სისხლძარღვები აუცილებელია ანუსის ჰერმეტულობისთვის. იმისათვის, რომ  შეასრულონ თავიანთი ფუნქცია, ეს სისხლძარღვები ყოველთვის ავსებულია სისხლით.
სისხლის დინება რეგულირდება დამატებითი სისხლძარღვებით (კოლატერალებით) რომლებიც ეხმარებიან მთავარ სისხლძარღვოვან ღეროს  სისხლძარღვების შევიწროვების ან კვდომის შემთხვევაში.
რიგი  მიზეზების გამო, კავერნოზული  ვენების  ფუნქციები ირღვევა და ვენულებით სისხლის დაბრუნება  გულთან უფრო ნელა ხდება,  ვიდრე მისი მიღება. შესაბამისად, არტერიოლები მატულობენ დიამეტრში, მათი კედლები სქელდება და ჩნდება შემსხვილებები კოპების სახით.


ჰემოროიდული  კვანძების  სახეები

იმის მიხედვით, თუ რა ადგილას წარმოიქმნა ბუასილი – ლორწქვეშა კავერნოზულ სხეულაკებზე, თუ კანქვეშა კავერნოზულ სხეულაკებზე, განასხვავებენ ჰემოროიდული კვანძების 2 სახეობას:

შინაგანი ჰემოროიდული კვანძები (შინაგანი ბუასილი)

ეს წარმონაქმნები ჩნდება სწორი ნაწლავის ლორწოვანი ქსოვილის ქვეშ. ადრეულ სტადიაზე ისინი გამოიყურებიან,  როგორც წითელი ანთებითი წამონაქმნები, ზომით 5 მმ-მდე.
ეს წარმონაქმნები ჭრილში ღრუბელს ჰგავს. ამ პერიოდში ისინი საერთოდ შეუმჩნეველია და პალპაციით გამოკვლევა უშედეგოა.
ამიტომ დიაგნოსტირებისათვის უმჯობესია  რექტომანოსკოპიის  ან კოლონოსკოპიის ჩატარება. შემდეგში კვანძები თანდათანობით  მატულობენ  ზომაში.
ქსოვილის თხელი ფენა, რომელიც კვანძს ფარავს, ღებულობს მუქ წითელ ფერს. მიმდინარეობს კვანძის ნაწილებად დაყოფა.
გამოკვლევისას კარგად ჩანს გამსხვილებული სისხლძარღვები შესქელებული კედლებით. შემსხვილებული ვენები იწვევენ ანუსის სფინქტერის სპაზმს.
მათზე ზეწოლისას კუნთოვანი მყესები იჭიმება, გარსი კარგავს ელასტიკურობას, რაც იწვევს  კვანძების პროლაფსს.

გარეგანი ჰემოროიდული კვანძები (გარეგანი ბუასილი)

თუ დარღვევები წარმოიქმნება ანალურ ხვრელთან მეორე ვენოზურ არხში, მაშინ ვითარდება  გარეგანი წარმონაქმნები თრომბოზული სისხლძარღვოვანი კომპლექსის სახით.
უწყვეტი  სისხლმომარაგების გამო, ბუასილის დროს თრომბები ამ მიდამოში  უფრო ადვილად და სწრაფად წარმოიქმნება, ვიდრე სხვა ორგანოებში.
წარმოქმნილი კვანძები განლაგდებიან ანუსის გვერდით მიდამოებში და აქვთ მოლურჯო-წითელი ფერი.
შინაგანი ჰემოროიდული კვანძებისგან განსხვავებით, გარეთა კვანძები ნაკლებად არიან დაფარული
ლორწოვანით, უფრო მეტად –  მრავალშრიანი ეპითელიუმით.
ზედაპირი შეიძლება იყოს როგორც გლუვი, ასევე ხორკლიანი. მათი ზომა დაახლოებით 3სმ-ია.
გარეგანი ჰემოროიდული კვანძები წარმოქმნება მწვავე ბუასილის დროს. თუ დაავადების მკურნალობა დროულად არ დაიწყო, კვანძები ზომაში მატულობს, რაც ძლიერ ტკივილებს იწვევს.
სწრაფი გადიდებისას მათი კედლები თხელდება. ამ სტადიაში კავერნოზულ ვენებში არსებული თრომბები უკვე იწვევენ ობტურაციას, თუმცა შესაძლოა პარიესულიც აღმოჩნდნენ.
თრომბის გამო, კავერნოზული არტერიები კარგავენ ფორმას,  გააჩნიათ მრავალრიცხოვანი ნაკეცები;  ჭრილში ძალიან გვანან ფიჭას, რადგან შედგებიან მრავალი სისხლძარღვოვანი ღრუებისგან.
ხშირად გარეგანი კვანძების ზედაპირზე ჩნდება მუქი ფერის ეროზიული წყლულები.
ხშირად გარეგანი ჰემოიროიდული კვანძები შინაგანი ბუასილის არასათანადო მკურნალობის  შედეგია.

არჩილ შენგელია. საავტორო უფლებები დაცულია


ჰემოროიდული კვანძებიარჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

💢 ჰემოროიდული კვანძები – ჰიპერტროფირებული სისხლძარღვოვანი ქსელი ანუსის მიდამოში
🔎 კლინიკური გამოკვლებებით ნაჩვენებია, რომ ჰემოროიდული კვანძების საფუძველია კავერნოზული სხეულაკები, რომლებიც განლაგებულია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსისა და ანალური ხვრელის ქვეშ

📍 იმის მიხედვით, თუ რა ადგილას წარმოიქმნა ბუასილი – ლორწქვეშა კავერნოზულ სხეულაკებზე, თუ კანქვეშა კავერნოზულ სხეულაკებზე, განასხვავებენ ჰემოროიდული კვანძების 2 სახეობას:
➡️ შინაგანი ჰემოროიდული კვანძები (შინაგანი ბუასილი) – ჩნდება სწორი ნაწლავის ლორწოვანი ქსოვილის ქვეშ
📎 დრეულ სტადიაზე ისინი გამოიყურებიან, როგორც წითელი ანთებითი წამონაქმნები, ზომით 5 მმ-მდე
📎 ამ პერიოდში ისინი საერთოდ შეუმჩნეველია და პალპაციით გამოკვლევა უშედეგოა, ამიტომ დიაგნოსტირებისათვის უმჯობესია რექტომანოსკოპიის ან კოლონოსკოპიის ჩატარება
📎 შემდეგში კვანძები თანდათანობით მატულობენ ზომაში, ქსოვილის თხელი ფენა, რომელიც კვანძს ფარავს, ღებულობს მუქ წითელ ფერს, მიმდინარეობს კვანძის ნაწილებად დაყოფა
➡️ გარეგანი ჰემოროიდული კვანძები (გარეგანი ბუასილი) – თუ დარღვევები წარმოიქმნება ანალურ ხვრელთან მეორე ვენოზურ არხში, მაშინ ვითარდება გარეგანი წარმონაქმნები თრომბოზული სისხლძარღვოვანი კომპლექსის სახით.
📎 წარმოქმნილი კვანძები განლაგდებიან ანუსის გვერდით მიდამოებში და აქვთ მოლურჯო-წითელი ფერი
📎 შინაგანი ჰემოროიდული კვანძებისგან განსხვავებით, გარეთა კვანძები ნაკლებად არიან დაფარული ლორწოვანით, უფრო მეტად – მრავალშრიანი ეპითელიუმით;
📎 ზედაპირი შეიძლება იყოს როგორც გლუვი, ასევე ხორკლიანი, მათი ზომა დაახლოებით 3სმ-ია
👉 გაიგეთ მეტი შინაგან და გარეგან ბუასილზე სტატიიდან – https://bit.ly/3SBcTAc
#ჰემოროიდულიკვანძები #რაარისჰემოროიდულიკვანძები #გარეგანიბუასილი #შინაგანიბუასილი #გარეგანიბუასილისსიმპტომები #შინაგანიბუასილისსიმპტომები #გარეგანიბუასილისნიშნები #შინაგანიბუასილისნიშნები #ანალურიტკივილი #ტკივილიდეფეკაციისას #სისხლდენადეფეკაციისას #გადიდებულიჰემოროიდულიკვანძები #ანალურიქავილი #ანუსისდივერტიკული #ანალურიწვისშეგრძნება #თრომბოზებისგანვითარება #ჰემოროიდულიკვანძებისგალურჯება #ლალიდათეშძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი