მწვავე ბუასილი

მწვავე ბუასილი

მწვავე ბუასილისაკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ავადმყოფს უჩნდება მტკივნეული გამობერილობა ანუსის მიდამოში, რაც საკმაოდ შემაწუხებელია. ასეთ დროს ადამიანს ერთნაირად უჭირს დგომაც, ჯდომაც და, მითუმეტეს კუჭში გასვლა.
მსგავსი რამ ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ ბუასილი, თუმცა ზოგჯერ აღინიშნება ისეთებშიც, რომლებიც არაფერს არ უჩივიან, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. პანიკა, იმის შიშით, რომ იწყება ბუასილი. სინამდვილეში საუბარია ეგრე წოდებულ პერიანალური მიდამოს ფლებოთრომბოზზე.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

მრავალი მიზეზია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ბუასილი: ყაბზობა, დიარეა, სიმძიმეების აწევა, გაცივება, ხანგრძლივი ჯდომა ან პირიქით, ხანგრძლივი დგომა, გადამეტებული კვება, მწარე საკვები, ალკოჰოლი, ანალური სექსი და სხვ.

სიმპტომები, მიმდინარეობა

მწვავე ბუასილი  ვლინდება ანუსის მიდამოში ერთი-ორი იზოლირებული, ან მჭიდროდ შეკრული მტკივნეული კვანძების წარმოქმნით, რომელთან შეხებაც კი ძალიან მტკივნეულია. იშვითადად ასეთი კვანძები განლაგდებიან უფრო ფართოდ ანუსის ირგვლივ, ან საერთოდ ანუსის ცირკულარულად.
ჩვეულებრივ ამ წამების მიზეზია ის, რომ ,,კოპების“ შიგნით წარმოიქმნება სისხლის თრომბი, რომელიც ჭიმავს ქსოვილებს და იწვევს ძლიერ ტკივილს.
ზოგჯერ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, თრომბოზი შეიძლება წარმოიქმნას  ყოველგვარი ბუასილის გარეშე. ასეთ შემთხვევაში იგივე მიზეზებით ,,სკდება’ სისხლძარღვი ანუსის მიდამოში და წარმოიქმნება სისხლის კოლტი.
ჩივილი მწვავე ბუასილის დროს სხვადასხვაგვარად აღიწერება: ,,კოპი“, ,,გამკვრივება“, ,,შესიება“, ,,კვანძების გამოვარდნა“.
ტკივილი შეიძლება იყოს უმნიშვნელო დისკომფორტის დონეზე, თუმცა უფრო ხშირად ის ძალიან ძლიერი და მკვეთრად გამოხატულია, ზოგჯერ-მოუთმენელიც (პერიანალური მიდამო საკმაოდ მგრძნობიარეა ტკივილისადმი).
გამკვრივება ზომით შეიძლება ხორბლის მარცვლის ზომის იყოს, ასევე ცირკულარული თრომბის ზომის, რომელიც იწვევს დაბუჟებასა და ქსოვილების ნეკროზს. ძირითადად ,,კოპები“ ჩნდება გარედან ანალური მიდამოს ირგვლივ; ასევე შეიძლება იყოს ანალური ხვრელის სიღრმეში.

მკურნალობა

დროთა განმავლობაში, მკურნალობის გარეშეც, თრომბი გაიწოვება 1-3 კვირაში, ტკივილი თანდათან ქრება. მტკივნეული ,,კოპის“ ნაცვლად ჩვეულებრივ  რჩება რბილი, უმტკივნეულო ე.წ. ,,კუდი“ –  ანუ გარეგანი ჰემოროიდული კვანძი ან ანალური ,,ფოჩი“.
მწვავე ბუასილის დროს ზოგჯერ აქტიური მკურნალობის ფონზეც კი თრომბის გაწოვა რამდენიმე თვე გრძელდება. აქ ნაჩვენებია უფრო რადიკალური თერაპია.
მწვავე ბუასილის დროს ზოგჯერ თრომბი გახეთქავს ლორწოვან გარსს, ჩნდება სისხლი, რაც უფრო აშინებს ავადმყოფს, თუმცა ტკივილი კლებულობს.
ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ის თრომბი, რომელსაც შეუძლია ,,გაიაროს“ სისხლძარღვებში და გამოიწვიოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები.


მწვავე ბუასილიარჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🔗 არსებობს მრავალი მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ბუასილი:
➡️ ყაბზობა;
➡️ დიარეა;
➡️ სიმძიმეების აწევა;
➡️ გაციება;
➡️ ხანგრძლივი ჯდომა ან პირიქით, ხანგრძლივი დგომა;
➡️ გადამეტებული კვება;
➡️ მწარე საკვების მიღება;
➡️ ალკოჰოლი
🛑 მწვავე ბუასილი ვლინდება ანუსის მიდამოში ერთი-ორი იზოლირებული, ან მჭიდროდ შეკრული მტკივნეული კვანძების წარმოქმნით, რომელთან შეხებაც კი ძალიან მტკივნეულია. იშვითადად ასეთი კვანძები განლაგდებიან უფრო ფართოდ ანუსის ირგვლივ, ან საერთოდ ანუსის ცირკულარულად
🩺 ბუასილის პროფილაქტიკის ძირითადი წესები:
1️⃣ ნუ იქნებით მჯდომარე რეჟიმში დიდხანს
2️⃣ დაიცავით პერიანალური სივრცისა და შორისის მიდამოს ჰიგიენა
3️⃣ სწორი კვება – ბუასილის მკურნალობისა და პროფილაქტიკის აუცილებელი ფაქტორია
4️⃣ მოერიდეთ ალკოჰოლს, მწარე და მარილიან საჭმელს
5️⃣ მიიღეთ თბილი აბაზანა
💬 თუ დაინტერესდით და გსურთ, მეტი იცოდეთ ბუასილის მიმდინარეობის, პროფილაქტიკის სხვა წესებისა და მკურნალობის შესახებ
✅ მაშინ, გაეცანი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიებს:
🔶 მწვავე ბუასილი – https://bit.ly/3PdojY5 ;
🔷 ბუასილის პროფილაქტიკა – https://bit.ly/3oRetQP
#ბუასილი #ბუასილისსიმპტომები #ბუასილისმკურნალობა #მწვავებუასილი #ბუასილისპროფილატქიკა #როგორმოვირჩინოთბუასილი #ბუასილისდიაგნოსტიკა #ბუასილისრისკფაქტორები #ანოსკოპია #კოლონოსკოპია #სიგმოიდოსკოპია #ყაბზობა #ხანგრძლივიჯდომა #სიმსუქნე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

არჩილ შენგელია
საავტორო უფლებები დაცულია


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული  ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან,  პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

…..