პარაპროქტიტი

რა არის სწორი ნაწლავის აბსცესი (პარაპროქტიტი)?

პარაპროქტიტიპარაპროქტიტი სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ჩირქოვანი ანთებაა.
არჩევენ მწვავე (პირველად განვითარებულ) და ქრონიკულ პარაპროქტიტს (ვითარდება როგორც მწვავე პარაპროქტიტის არასწორი მკურნალობის შედეგი).
რექტალური აბსცესები ხშირ შემთხვევაში გვხვდება ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ ანორექტული დაავადებები, დიაბეტი, ალკოჰოლიზმი და ნევროლოგიური დაავადებები.
ინფექციები ამ მიდამოში ხშირად ვითარდება მწვავე ლეიკოზით დაავადებულ ადამიანებში, განსაკუთრებით ნეიტროპენიის არსებობისას. რადგან კლინიკური სურათი დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება განიხილებოდეს როგორც დაუდგენელი წარმოშობის ცხელება, საჭიროა დაავადებულ პაციენტს ჩაუტარდეს სწორი ნაწლავის პალპაციური და ენდოსკოპიური გამოკვლევა.


სწორი ნაწლავის აბსცესების გამომწვევი მიზეზები

პარაპროქტიტის გამომწვევი მიზეზები მრავალრიცხოვანია

ანალური ხვრელის მიდამოში განლაგებული განსაკუთრებული ჯირკვლების გავლით, ინფექცია სწორი ნაწლავის ხვრელიდან მიმდებარე ქსოვილებში აღწევს. ვითარდება ანთება, ფორმირდება ჩირქოვანი კერა. ამიტომ,  ჩირქოვანი კერის გაკვეთას, შინაგანი ანთებითი კერის სანაციის გარეშე, სრულ გამოჯანმრთება არ მოჰყვება.
მწვავე პარაპროქტიტი ვითარდება პარარექტალურ უჯრედულ სივრცეში ინფექციის შეჭრისას. ადამიანის იმუნიტეტის მიხედვით, ჩირქოვანი კერის ზომა და მდებარეობა შეიძლება იყოს განსხვავებული.

ჩირქოვანი კერა შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ შორისის კანქვეშ (კანქვეშა-ყველაზე ხშირი), ასევე ღრმად შორისის კუნთებსა და დუნდულოებს შორის (იშიორექტალურ-პერიორექტალური მენჯ-სწორნაწლავისა და როგორც რექტორექტალურის ერთ-ერთი სახეობა).
ქრონიკული პარაპროქტიტი ხშირად ვითარდება მწვავე პარაპროქტიტის არასწორი და თვითნებური მკურნალობის შემდეგ.


მწვავე   პარაპროქტიტი

მწვავე პარაპროქტიტი ვითარდება პარარექტალურ უჯრედულ სივრცეში ინფექციის კანქვეშა, იშიორექტალური, პელვიორექტალური, რექტორექტალური შეღწევის შედეგად.
დაზიანებული უბნის მიხედვით, პარაპროქტიტი ლოკალიზაციის მიხედვით შეიძლება იყოს კანქვეშა და ა.შ.
ჩირქოვანი კერის შინაგანი ნაპრალი თითქმის ყოველთვის ერთია, გარეგანი ჩირქოვანი კერები კი შეიძლება ორზე მეტიც იყოს. პაციენტთა 50%-ში ჩირქოვანი კერა მდებარეობს ლორწოვანი გარსისა და კანის საზღვარზე.
მწვავე პარაპროქტიტის სიმპტომებია – მწვავე ტკივილები, რომელთა ინტენსივობა მატულობს სიარულის, ხველების დროს და ა.შ.
საერთო მდგომარეობა უარესდება, განსაკუთრებით ღრმა (იშიორექტალური, მენჯ-სწორ ნაწლავური) ჩირქოვანი კერის დროს, ამასთანავე გარეგანი ნიშნები-კანის სიწითლე, ფლუქტუაცია – პრაქტიკულად არ გამოიხატება.
ღრმა იშიორექტალური და სხვა მწვავე პარაპროქტიტის დროს, პაციენტის მდგომარეობა შეიძლება მძიმე იყოს – მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაციის ნიშნები, მწვავე ტკივილები მენჯის ღრუში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება როგორც წესი, იწყება მწვავედ. მოკლე პროდრომული პერიოდის შემდგომ, რომელსაც თან ახლავს სისუსტე, თავის ტკივილი, ვითარდება ტკივილები სწორ ნაწლავში, ასევე შორისის ან  მენჯის მიდამოში, სხეულის ტემპერატურის მომატებით და შემცივნებით.
მწვავე პარაპროქტიტის სიმპტომების გამოვლენის ხარისხი, დამოკიდებულია ანთებითი პროცესის ლოკალიზაციაზე, მის გავრცელებაზე, გამომწვევის სახეობაზე, ორგანიზმის რეაქტიულობაზე.
ჩირქოვანი კერის კანქვეშ ლოკალიზაციისას, კლინიკური გამოვლენა უფრო მწვავედ და გარკვეულად  გამოიხატება: ინფილტრატის არსებობა ანალური ხვრელის მიდამოში, კანის ჰიერემია, სხეულის ტემპერატურის მომატება იძულებულს ხდის ექიმთან მიმართვას დაავადების განვითარების პირველივე დღეებში.
დაავადების პირველ დღეებში იშიორექტალური პროცესი გამოვლინდება საერთო სიმპტომებით: შემცივნებით, საერთო სისუსტით, ტკივილებით მენჯისა და სწორი ნაწლავის მიდამოში, რომელიც მწვავდება დეფეკაციისას; დუნდულების ასიმეტრიის ადგილობრივი ცვლილებები, ინფილტრაცია, კანის ჰიპერემია ვითარდება ბოლო სტადიებში (მე-5-6 დღე).
შედარებით  რთულად მიმდინარეობს პელვიორექტალური პარპროქტიტი, რომლის დროსაც ჩირქოვანი კერა მდებარეობს  ღრმად მენჯში.
დაავადების პირველ დღეებში ვლინდება ანთების საერთო სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, მენჯისა და მუცლის ქვედა მიდამოს ტკივილები. პაციენტი ხშირად მიმართავს ქირურგს, უროლოგს, ქალები  – გინეკოლოგს.
ხშირად ამ დაავადებას მკურნალობენ როგორც მწვავე რესპირატორულ დაავადებას, გრიპს. ამ პერიოდის ხანგრძლივობა დაახლოებით 10-12 დღეა.
მომავალში შეინიშნება ტკივილის მომატება მენჯისა და სწორი ნაწლავის მიდამოში, ყაბზობა,  შარდის შეკავება და გამოხატული ინტოქსიკაცია.


ქრონიკული პარაპროქტიტი

ქრონიკული პარაპროქტიტის ხშირი მიზეზია მწვავე პარაპროქტიტის არასწორი და თვითნებური  მკურნალობის შედეგი. ზოგჯერ აბსცესის შინაგანი ნაპრალი სწორ ნაწლავში არ შეხორცდება და რჩება ფისტულა.
შეხორცება შეიძლება მოხდეს არამყარი  ნაწიბურის სახით, რომელიც უმნიშვნელო ტრავმირებისას (ველოსიპედზე სიარული, ყაბზობა) ისევ ჩნდება აბსცესი, ამასთან  შორისის სხვა მიდამოში.
არასწორი გახსნისა და მკურნალობის შემდეგ ნაიარევი შორისზე არ რჩება და სწორი ნაწლავის ფისტულა რჩება, რის შედეგად ფისტულის  შიდა ხვრელიდან ხელახლა ხდება ნაწლავის ფლორის  დაინფიცირება.
დაავადებულთა უმეტესობაში ინფექციის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ჩვეულებრივ, რექტალური აბსცესები ძალიან მტკივნეული დაავადებებია, ადვილად ისინჯება პალპაციით, ხშირად კარგად ჩანან  გამოკვლევისას.
მკურნალობა სრულდება გაკვეთით და დრენირებით.


დიაგნოსტიკა

მწვავე პარაპროქტიტის დიაგნოსტიკის მთავარი ამოცანა ჩირქგროვის ლოკალიზაციის დადგენაა. დაავადებას ადგენენ სწორი ნაწლავის გამოკვლევისა და პალპაციის შემდეგ. ქალებს, იმისათვის  რომ აიცილონ თავიდან მწვავე პარაპროქტიტის გართულება, ესაჭიროებათ გინეკოლოგებთან კონსულტაცია, ხოლო კაცებს – უროლოგებთან.

მკურნალობა

მწვავე პარაპროქტიტის მკურნალობის ერთადერთი მეთოდია ქირურგიული მკურნალობა. ოპერაცია უნდა ჩატარდეს დიაგნოზის დასმის შემდეგ; ოპერაცია მიმდინარეობს ანესთეზიით.
ოპერაციის მიზანია – ჩირქგროვის გახსნა და ჩირქის მოშორება. ოპერაციის შემდეგ აკეთებენ  გადახვევებს,  ნიშნავენ ანტიბიოტიკებს, ვიტამინებს, იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებს. ასეთი ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ქირურგიულ  სტაციონარში.
ამასთან,  ჩირქგროვის გახსნა არ არის რადიკალური ოპერაცია: მის შემდეგ, როგორც წესი,  ვითარდება  ჩირქგროვები (ფორმირდება ქრონიკული პარაპროქტიტი). ამის მიზეზია, სწორ ნაწლავსა და გარშემო ქსოვილებს შორის ანთებითი ფისტულის შენარჩუნება.
სრული გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა მეორე ოპერაცია, რომელიც ტარდება სპეციალიზირებულ პროქტოლოგიურ სტაციონარში. ასეთი ოპერაციის შემდეგ, კავშირი ნაწლავსა და ჩირქგროვას შორის ქრება. მას ეწოდება რადიკალური, რადგან სრულ გამოჯანმრთელებამდე მივყავართ.


 გართულებები

მწვავე პარაპროქტიტის დაგვიანებული ქირურგიული მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს გართულებები: მამაკაცებში –  სწორი ნაწლავის ან შარდსადენის კედლების ჩირქოვანი დაშლა, ქალებში – ჩირქის გადასვლა საშოში.
ყველაზე სახიფათო გართულებაა, ჩირქის გადასვლა მენჯის ღრუში, რაც დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა ლეტალურადაც დამთავრდეს.
ჩირქგროვის სპონტანური ან ქირურგიული მეთოდით გახსნის შემდეგ, ჩირქის ლიკვიდაციის გარეშე, როგორც წესი, სწორი ნაწლავის ფისტულა ფორმირდება.
თუ ფისტულა არ წარმოიქმნა და დარჩა ანთების კერა ანალური ჯირკვლების მიდამოში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ვითარდება მწვავე პარაპროქტიტის რეციდივი.

არჩილ შენგელია.  საავტორო უფლებები დაცულია


 

პარაპროქტიტიარჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პარაპროქტიტი – სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ჩირქოვანი ანთება
📌 პარაპროქტიტის გამომწვევი მიზეზები მრავალრიცხოვანია:

✅ პირადი ჰიგიენის დაუცველობა;
✅ ანალური არხის მიდამოს ტრავმული მანიპულაციები
✅ ანალური ხვრელის დაავადების არსებობა (ბუასილი, ანალური ნაპრალები, კრიპტიტები და სხვ.)
🔴 ანალური ხვრელის მიდამოში განლაგებული განსაკუთრებული ჯირკვლების გავლით, ინფექცია სწორი ნაწლავის ხვრელიდან მიმდებარე ქსოვილებში აღწევს – ვითარდება ანთება, ფორმირდება ჩირქოვანი კერა
💉 ამიტომ, ჩირქოვანი კერის გაკვეთას, შინაგანი ანთებითი კერის სანაციის გარეშე, სრულ გამოჯანმრთება არ მოჰყვება
👉 გაიგეთ მეტი პარაპროქტიტის შესახებ – https://bit.ly/3Szul7X
#პარაპროქტიტი #მწვავეპარაპროქტიტი #ქრონიკულიპარაპროქტიტი #რაარისპარაპროქტიტი #პარაპროქტიტისსიმპტომები #პარაპროქტიტისნიშნები #პარაპროქტიტისმკურნალობა #პარაპროქტიტისოპერაცია #ტკივილი #ცხელება #შემცივნება #ჩირქოვანიგამონადენი #ყაბზობა #გაძნელებულიშარდვა #ანალურიარხისტრავმა #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

.