პროქტალგია

პროქტალგია, ანალური ნევრალგიაპროქტალგია, ანალური ნევრალგია  – უკანა გასავლისა და სწორი ნაწლავის არეში ტკივილის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია კუნთოვანი სპაზმით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ხასიათდება მკვეთრი ტკივილის შეტევებით, ირადიაციით მუცელში, შორისში. ტკივილმა შესაძლოა გაიაროს თავისით დეფეკაციის შემდეგ, თბილი მჯდომარე აბაზანების შემდეგ.
დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, დამღლელად, კანცეროფობიის განვითარებით.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაწლავებისა და საშარდე სისტემის სხვა დაავადებების გამოვლენასა და მკურნალობას, ფსიქოპროფილაქტიკას.
სწორი ნაწლავის ბევრი დაავადებები ვლინდება ტკივილის სინდრომით.
ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობის, ქონდეს კავშირი დეფეკაციასთან (ჩნდებოდეს მის დროს, ან მის შემდეგ).
თუ სწორი ნაწლავის ტკივილის ორგანული მიზეზის დადგენა ვერ ხდება, ექიმი ადგენს პროქტალგიის (გაურკვეველი ეტიოლოგიის ტკივილი სწორ ნაწლავში) სინდრომის არსებობას.

გართულებები

პროქტალგია შესაძლოა გამოწვეული იყოს ფსიქო-ემოციური განცდებით, სწორი ნაწლავის ნევროლოგიური ხასიათის სპაზმებით.
პროქტალგია უფრო დამახასიათებელია შუა ხნის ასაკის მამაკაცებისათვის. როგორც წესი, ვლინდება უეცრად განვითარებული, სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის (რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე) ტკივილის შეტევებით.
ტკივილის შეტევები შესაძლებელია  განმეორდეს ღამეში რამდენჯერმე და გამოიწვიოს უძილობა.
სწორი ნაწლავის ტკივილისას აუცილებელია მიმართვა სპეციალისტთან, საფუძვლიანი გამოკვლევისა და პროქტოლოგიური პათოლოგიის დროული გამოვლენისათვის.


პროქტალგიის ტიპები

პროქტალგიას შესაძლოა ქონდეს მფრინავი ხასიათი (ტკივილი მოულოდნელად გამოჩნდება და მოულოდნელად გაივლის), და ასე გრძელდება რამდენიმე საათი, არ ექვემდებარება ტკივილგამაყუჩებლების მოქმედებას.
ტკივილს შესაძლოა ქონდეს მჩხვლეტავი, ან სპასტიური ხასიათი.
პროქტალგიის მიზეზი ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს სწორი ნაწლავის ლევატორის კუნთების ნეიროგენური სპაზმი, ასევე შეიძლება იყოს სტრესი, ფსიქოლოგიური განცდები, მძიმე ფიზიკური გადატვირთვა.
მეორადი პროქტალგია წარმოადგენს პროქტოლოგიური დაავადებების შედეგს (ანალური არხის ნახეთქები, მწვავე ჰემოროი, პარაპროქტიტი, ანალური არხის სიმსივნეები, გართულებული კაუდალური ტერატომები, კრონის დაავადების დროს პერიანალური ლოკალიზაციის დაზიანებები).
გარდა ამისა, პროქტალგია შეიძლება იყოს ტკივილის სინდრომის იდიოპათიკური გამოვლინებაც. ზოგჯერ ტკივილი ირადირებს სწორი ნაწლავის არეში.


კლინიკური სურათი

სწრაფად მიმდინარე, ან გარდამავალი პროქტალგია, წარმოიქმნება უეცრად და გადაივლის რამდენიმე წუთში; აქვს მჩხვლეტავი ხასიათი და სუბიექტურად იგრძნობა როგორც მტკივნეული კრუნჩხვითი სპაზმი. ტკივილი შეიძლება ირადირდებოდეს უკანა გასავალში, შორისში, მენჯ-ბარძაყის სახსრებში.
ტკივილი არ არის დაკავშირებული დეფეკაციასთან. ხანდახან ტკივილის შეტევები შეიძლება აღინიშნებოდეს დიდი სიხშირითა და საგრძნობლად აუარესებდეს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ხშირად პროქტალგიას თან ახლავს დისკომფორტის შეგრძნებები შორისის არეში, რომლებიც პაციენტს აეჭვებს საშარდე გზების პათოლოგიის არსებობაზე.
პროქტალგია გრძელდება ხანგრძლივად, ტალღისებურად, სიმშვიდისა და გამწვავებების მონაცვლეობით. დროთა განმავლობაში, გამწვავებების სიხშირე მატულობს. გამწვავების მაპროვოცირებელი ფაქტორები, ბოლომდე არ არის გამოვლენილი და უფრო ხშირად აქვთ ფსიქო-ნერვული ხასიათი.


დიაგნოსტირება

ხშირად ანამნეზში აღინიშნება საშარდე გზების, სასქესო სისტემის გადატანილი დაავადებები, ასევე პროქტოლოგიური პათოლოგიები. თუმცა, პირველადი პროქტალგია ჩვეულებრივ წინ უსწრებს ამ პათოლოგიებს (ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ  ტკივილი სწორ ნაწლავში ქონდათ ადრეც) და ხშირად წარმოადგენენ პაციენტების გინეკოლოგთან, ან უროლოგთან მიმართვის მიზეზს.
„პროქტალგიის სინდრომის“ დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია სრული გამოკვლევის ჩატარება დაავადების გამოსავლენად, რომლებიც შესაძლოა კლინიკურად ვლინდებოდეს სწორი ნაწლავის ტკივილით.
ასეთი პაციენტების ფიზიკური გამოკვლევა ტარდება უკანა გასასვლელის არის დათვალიერებით და ანალური არხის თითით გამოკვლევით. თითით გამოკვლევა უმტკივნეულოა. ხადახან შესაძლოა აღინიშნოს ლევატორის სპაზმი.
სფინქტერომანომეტრია პროქტალგიის დროს ჩვეულებრივ არ ავლენს ტონუსის პათოლოგიურ ცვლილებებს. სწორი ნაწლავის კედლების დეტალური გამოკვლევისათვის ტარდება რექტომანოსკოპია.
საჭიროების შემთხვევაში, ნაწლავის ზედა ნაწილების დათვალიერება ტარდება კოლონოსკოპიით ან ირიგოსკოპიით. სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს ანთებითი პროცესების ნიშნები.
შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიის გამოსარიცხად ინიშნება გინეკოლოგისა და უროლოგის კონსულტაცია, ტარდება შარდის ბუშტისა და მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა.
ორგანული და ფუნქციური დარღვევების არარსებობისას და ტკივილის არსებობისას, ადგენენ პირველად პროქტალგიას.
პროქტალგიის დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება მსხლისებრი კუნთისა და კოკციგოდინების სინდრომთან.
ჩვეულებრივი პაციენტები აღნიშნული პათოლოგიით უკვე მკურნალობდნენ სხვადასხვა გზებით, ამიტომ აუცილებელია ჩატარებული პროცედურებისა და მათი შედეგების ანალიზი.


 მკურნალობა

პროქტალგიისას ტკივილის შეტევების შესამსუბუქებლად გამოიყენება შემდეგი სამკურნალო პროცედურები:

  • ფიზიოთერაპიის მეთოდები (UHF, ინფრაწითელი ნახევარგამტარული ლაზერული დასხივება ინტრარექტალურად, დიათერმია, ტალახის თერაპია, ელექტრული სტიმულაცია და ა.შ.);
  • ნოვოკაინის ბლოკადები (პერისაკრალური, ეპიდურალური-საკრალური და რეტრორექტარული);
  • კუნთებისა და უკანა გასავლელის ლევატორის მასაჟი მათი სპაზმის დროს;
  • მიკროოყნები ნოვოკაინით, ქაცვის ზეთითა და კოლარგოლით;
  • დამამშვიდებელი საშუალებები (დამამშვიდებელი, საძილე, მსუბუქი ტრანკვილიზატორები).

ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსს იწყებენ სწორი ნაწლავის სანაციით ანტიბაქტერიული პრეპარატებით, როგორც შესაძლო ფარული პროქტოსიგმოიდიტის მკურნალობის საშუალება.
ვინაიდან პირველად პროქტალგიას გააჩნია გარკვეული დამოკიდებულება პაციენტის ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან, აუცილებელია პაციენტისათვის ფსიქოლოგიურად კომფორტული გარემოს შექმნა, სტრესებისგან და გადაღლისგან დაცვა.
ხშირად იყენებენ რელაქსაციის ფსიქოთერაპიულ მეთოდებს, ასევე ფსიქოლოგის კონსულტაციასაც.
სამკურნალო დანიშნულებების შესრულების გარდა, პაციენტებისთვის რეკომენდებულია დიეტის დაცვა, რომელიც მიმართულია კუჭ-ნაწლავის მოქმედების ნორმალიზაციისაკენ.
მეორადი პათოლოგია იკურნება ძირითადი პათოლოგიის განკურნებით, რამაც გამოიწვია მტკივნეულობა.
ხშირად პროქტალგია თავისით გაივლის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ხშირი მტკივნეული შეტევები ხელს უწყობს პაციენტთა ცხოვრების ხარისხის შესამჩნევად გაუარესებასა და მათი შრომისუნარიანობის შემცირებას.


პროქტალგიაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პროქტალგია, ანალური ნევრალგია – უკანა გასავლისა და სწორი ნაწლავის არეში ტკივილის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია კუნთოვანი სპაზმით
🔜 ტკივილმა შესაძლოა გაიაროს თავისით დეფეკაციის შემდეგ, თბილი მჯდომარე აბაზანების შემდეგ
🕖 დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, დამღლელად, კანცეროფობიის განვითარებით
🧠 პროქტალგია შესაძლოა გამოწვეული იყოს ფსიქო-ემოციური განცდებით, სწორი ნაწლავის ნევროლოგიური ხასიათის სპაზმებით
🔎 ტკივილი შეიძლება იყოს:
➡️ მფრინავი ხასიათის – ტკივილი მოულოდნელად გამოჩნდება და მოულოდნელად გაივლის;
➡️ მჩხვლეტავი ხასიათის;
➡️ სპასტიური ხასიათის
👉 გაიგეთ მეტი პროქტალგიის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3AeQtxS  
#პროქტალგია #ანალურინევრალგია #რაარიქპროქტალგია #ტკივილისწორინაწლავისარეში #პროქტალგიისნიშნები #პროქტალგიისსიმპტომები #ანალურიმიდამოსანთება #პროქტალგიისმკურნალობა #პროქტოლოგია #პროქტალგიისდიაგნოსტირება #უეცარიანალურისპაზმი #მწვავეანალურისპაზმი #ანალურისპაზმი #შორისისდისფუნქცია #პროქტალგიისტიპები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმებიკოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი, პარარექტალური ფლეგმონა, პერიანალური აბსცესი, პროქტალგია, ანალური პოლიპი,  სწორი ნაწლავის ტრავმა