ანალური პოლიპი

ანალური პოლიპი – სწორი ნაწლავის კეთილთვისებიანი სიმსივნე. ასევე შეიძლება შევხვდეთ ისეთ დასახელებებს, როგორიცაა სწორი ნაწლავის პოლიპი ან ანალური არხის პოლიპი. ანალური პოლიპი წარმოადგენს სოკოს სახის წანაზარდს. დაავადება შესაძლოა განვითარდეს როგორც ზრდასრულ ადამიანში, ასევე პატარა ბავშვშიც. ანალური პოლიპი მამაკაცებში დიაგნოსტირდება უფრო ხშირად, ვიდრე ქალებში.

ანალური პოლიპი – დაავადების აღწერა

ანალური პოლიპიანალური პოლიპი მოგვაგონებს სოკოს, ან ბუშტს, ფეხით ან უფეხოდ. შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის: ყველაზე პატარა მოგვაგონებს ალუბლის ყუნწს, ხოლო დიდი კი გავს ბერძნულ კაკალს. რაც უფრო დიდია პოლიპი, მით უფრო მაღალია სიმსივნის განვითარების ალბათობა. სწორი ნაწლავის კედელთან პოლიპს აკავშირებს ფართე ფუძე ან სპეციალური ფეხი, რომელმაც სიგრძეში შესაძლოა მიაღწიოს 2 სმ. ფეხის ხარჯზე პოლიპებს შეუძლიათ იმოძრაონ და ანალური არხიდანაც კი გამოვარდნენ.

პოლიპები არსებობენ როგორც ერთეული, ასევე ჯგუფური, ან მრავლობითი. მრავლობითი პოლიპები (დიფუზური პოლიპოზი) წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას, რომლის დროსაც მსხვილი ნაწლავის მთლიანი ლორწოვანი გარსი იფარება სხვადასხვა ფორმის და ზომის პოლიპებით. ჯგუფური პოლიპოზის შემთხვევაში სიმსივნური წარმონაქმნი სწორ ნაწლავში ჯგუფდება ანალური არხის ლორწოვანის პატარა მონაკვეთზე.

ერთეული ანალური პოლიპი პრაქტიკულად არ მოქმედებს პაციენტის თვითშეგრძნებაზე და ნაწლავის ფუქნციონირებაზე. თუმცა, თუ დაავადებას დიდ ხანს არ უმკურნალე, მაშინ არსებული სიმსივნური წარმონაქმნი კეთილთვისებიანიდან შესაძლოა გადაიზარდოს ავთვისებიანში. სინამდვილეში, ანალური არხის პოლიპები კიბოსწინარე მდგომარეობაა, რომელიც შესაძლოა გადავიდეს კოლორექტალურ კიბოში.

ანალური პოლიპის განვითარების მიზეზები

მიზეზები, რის გამოც მსხვილ ნაწლავში ვითარდება პოლიპები, დღემდე უცნობია. თუმცა, ექიმები ამტკიცებენ, რომ ჯასაღ ქსოვილებში ისინი არ ვითარდებიან. აქედან გამომდინარე, ანალური პოლიპები წარმოადგენენ ქრონიკული ანთებითი დაავადებების შედეგს: კოლიტი, ენტერიტი, დიზენტერია, მუცლის ტიფი, პროქტოსიგმოიდიტის წყლული და ა.შ. პოლიპების განვითარებას ხელს უწყობს შეკრულობა. პატარა ბავშვებში პოლიპები ვითარდება, მაშინაც კი თუ ორგანიზმი სრულიად ჯანმრთელია. ეს იხსნება ემბრიოგენეზის დარღვევით (ანალური პოლიპები წარმოიქმნება იმ მონაკვეთებში, რომლებიც გენეტიკურად იყვნენ არასწორად დაპროგრამებულნი).

ანალური პოლიპის სიმპტომები

ავადმყოფების უმეტესობაში ანალური პოლიპი შეიძლება დიდხანს არ გამოვლინდეს. დაავადება ვლინდება ჩვეულებრივ პროქტოლოგთან ვიზიტოსას. თუმცა გარკვეული სიმპტომების არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე პოლიპების არსებობაზე, კერძოდ:

  • სისხლდენა;
  • მუცლის შებერვა;
  • კუჭის მოქმედების დარღვევა;
  • ტკივილი უკანა გასასვლელში;
  • ლორწოს გამოყოფა (ლორწოს არსებობა განავალში);
  • მომატებული მეტეორიზმი;
  • დისკომფორტი

დაავადების გამოვლინება უფრო ადვილია, როცა პოლიპოზი პროგრესირებს. ამასთან, განავალი ხდება თხევადი, ხოლო სისხლის დანაკარგის გამო აღინიშნება უღონობისა და ანემიის ნიშნები.

ანალური პოლიპის ტრადიციული თერაპიის მეთოდები

დაავადების დიაგნოსტიკა ხორციელდება ისეთი მეთოდებით, როგორიცაა: სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა, ანოსკოპია, რექტორომანოსკოპია, კოლონოსკოპია, მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მორფოლოგიური მეთოდები (ჰისტოლოგია და ციტოლოგია).

თერაპის შესაძლო მეთოდის შერჩევამდე აუცილებელია პოლიპის ბუნების და ხასიათის გაგება. ამისათვის ტარდება ბიოფსია. თუმცა როდესაც ანალურ პოლიპს აქვს გლუვი ზედაპირი, ბიოფსიაში გადაუდებელი საჭიროება არ არის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ე.წ. წვეტიან სიმსივნეებს.

დაავადების მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს მიმართავენ მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარების შემდეგ. ანალური არხის ერთეული, ან მცირე რაოდენობის პატარა პოლიპები შეიძლება მოიკვეთოს სამედიცინო სკალპელით. ამასთან, თავდაპირველად ხდება ტკივილგამაყუჩებლების შეყვანა. რის შემდეგაც სწორი ნაწლავი ფართოვდება რექტალური სარკეებით. თუმცა ასეთ ოპერაციებს აქვთ გარკვეული მინუსი:

  • სკალპელით შეიძლება მივაღწიოთ პოლიპამდე, რომელიც მდებარეობს ძალიან მაღლა;
  • მოკვეთა არ იძლევა საშუალებას ანალური პოლიპის სრულად მოცილების. ფეხის ნარჩენებისაგან შემდგომში შეიძლება განვითარდეს ახალი სიმსივნე.

ანალური არხის პოლიპის ენდოსკოპიური მოკვეთა ითვლება დაავადების მკურნალობის ყველაზე უფრო რადიკალურ მეთოდად. მეთოდიკა მოიცავს სწორ ნაწლავში პროქტოსკოპის (ინსტრუმენტი კამერითა და განათებით) შეყვანას. პროქტოსკოპის საშუალებით იკვეთება პოლიპი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ სიღრმეზე მდებარეობდეს. მოკვეთილი მასალა აუცილებლად იგზავნება სპეციალურ ჰისტოლოგიურ კვლევაზე. მძიმე შემთხვევებში ნაწლავის დაზიანებული ნაწილი იკვეთება.

დაავადებისგან გათავისუფლება ბევრად უფრო ადვილია ადრეულ ვადებზე. ანალური პოლიპების დიაგნოსტიკა და მოცილება – ეს არის მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციის ძირითადი ღონისძიება.


ბმებიკოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი, პარარექტალური ფლეგმონა, პერიანალური აბსცესიპროქტალგია, ანალური პოლიპი,  სწორი ნაწლავის ტრავმა

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..