მსხვილი ნაწლავის კიბო

მსხვილი ნაწლავის კიბო

მსხვილი ნაწლავის კიბოს კლინიკა, მიმდინარეობა, მკურნალობა. სპეციალური პოსტი სამედიცინო ინტერნეტ–ქსელის medgeonet ბაზაზე >>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მსხვილი ნაწლავის კიბო – უკანასკნელ წლებში აღინიშნება კოლინჯისა და სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადების მნიშვნელოვანი ზრდა. ადენომები, დიფუზური პოლიპოზი და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ზრდიან კიბო განვითარების რისკს და განიხილებიან როგორც კიბოსწინა დაავადებები. მაგალითად, დიფუზური პოპლიპოზის დროს მალიგნიზაცია აღინიშნება თითქმის 100%-ში. კოლინჯის კიბო ლოკალიზაცია შესაძლოა იყოს სხვადასხვა – ასწვრივი, განივი, დასწვრივი და სიგმოიდური ნაწლავის. სწორი ნაწლავის კიბო ლოკალიზდება ანალურ, ქვედა, შუა, ზედა ამპულურ და რექტოსიგმოიდულ ნაწილებში. სიმსივნე იზრდება უპირატესად ეგზოფიტურად (ნაწლავის სანათურში) ან ენდოფიტურად (ნაწლავის კედლის სისქეში). ხშირად დიაგნოსტირდება ადენოკარცინომები, იშვიათად სიმსივნეს აქვს რგოლისებრ-უჯრედული, არადიფერენცირებული ან ბრტყელუჯრედოვანი კიბო აგებულება. კოლინჯისა და სწორი ნაწლავის კიბო მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ფილტვებში, ზოგჯერ სხვა ორგანოებში. აღნიშნული დაავადების კლასიფიკაციას ახდენენ TNM სისტემით, სიმსივნის ნაწლავის კედლის სისქეში ზრდის ხარისხის დაზუსტებისა და ოპერაციული მასალის გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე.

მსხვილი ნაწლავის კიბო – კლინიკური სურათი

აღინიშნება ნაწლავიდან სისხლის გამოყოფა, ლორწოსა და ჩირქის შერევით, დეფეკაციის რიტმის დარღვევა, (ფაღარათი და შეკრულობები, ტენეზმები), ტკივილი მუცელში, საერთო სისუსტე, წონაში დაკლება, ტეპერატურის მომატება, ანემია და სხვ. კლინიკურ სიმპტომატიკას განსაზღვრავს სიმსივნის ლოკალიზაცია. დაავადების საწყის სტადიებზე მისი გამოვლინებები შესაძლოა უმნიშვნელო იყოს (დისპეფსიური სიმპტომები, ანემია ფარული სისხლდენისას და სხვ.). შემდეგში დაავადების ნიშნები მატულობს, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ნაწლავთა გაუვალობა, სისხლდენა, ანთებითი გართულებები (აბსცესი, ფლეგმონა, პერიტონიტი). სწორი ნაწლავის კიბო დროს სიმსივნე შესაძლოა გადავიდეს შარდის ბუშტზე, საშოზე, ფისტულების წარმოქმნით, გამოიწვიოს ზეწოლა შარდსაწვეთზე და სხვ. ადრეულ სტადიებზე კოლინჯისა და სწორი ნაწლავის კიბო დიაგნოზი ემყარება რექტალურ გამოკვლევის, ირიგოსკოპიის, რექტორომანოსკოპიისა და კოლონოსკოპიის (ბიოფსიასთან ერთად) მონაცემებს. რისკის ჯგუფის ავადმყოფები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. ღვიძლში მეტასტაზების არსებობის გამოსარიცხავად ატარებენ ულტრაბგერით ტომოგრაფიას. მკურნალობა. კოლინჯისა და სწორი ნაწლავის კიბო მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. კოლინჯის კიბო დროს ატარებენ მარჯვენამხრივ ან მარცხენამხრივ ჰემიკოლექტომიას. სიმსივნის ლოკალიზაციისას სიგმოიდური ნაწლავის დისტალურ მესამედში, აწარმოებენ მის რეზექციას. პალიატიურმა ოპერაციებმა შესაძლოა შეამციროს დაავადების გამოვლინება. სხივური თერაპიით შესაძლოა მივაღწიოთ სიმსივნის ნაწილობრივ რეგრესიას. ხშირად მას იყენებენ სწორი ნაწლავის პირველადი და მორეციდივე კიბო დროს. ქიიოთერაპია გამოიყენება მხოლოდ არაოპერაბელური სიმსივნისა და მეტასტაზების არსებობისას. იგი ეფექტურია ავადმყოფთა 20-40%-ში.

ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

__________________________________

    • ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
    • ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
    • ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
    • თემატურად მომიჯნავე სტატიები
    • საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
    • ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
    • გაფრთხილება
    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
    • Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

..