რივანოლის ფხვნილი 0,1 გრ. / Rivanolum
ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები … კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები ფარმაკოლოგიური თვისებები რივანოლის ფხვნილის 0,1% ხსნარი გამოიყენება როგორც ანტიმიკრობული მოქმედების საშუალება ძირითადად კოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. ჩვენებები ანტიმიკრობული მოქმედების პრეპარატი, გამოიყენება ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, ოფთალმოლოგიურ, დერმატოლოგიურ, ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში ინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად.