პლატიფილინი – PLATYPHYLLINE
ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. ფარმაკოლოგიური თვისებები პლატიფილინი წარმოადგენს მ-ქოლინომაბლოკირებელ საშუალებას, რომელიც იწვევს მუსკარინომგრძნობიარე ქოლინორეცეპტორების ბლოკადას. მისი თვისებები წააგავს ატროპინის მოქმედებას, თუმცა ნაკლებად ტოქსიურია და ახასიათებს კარგი ამტანიანობა. მას გააჩნია სედატიური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, განსაკუთრებით ვაზომოტორულ ცენტრზე. ატროპინთან შედარებით იგი ნაკლებად მოქმედებს სეკრეციაზე და აკომოდაციაზე.