დურამოქსი – DURAMOX
ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი პენიცილინების ჯგუფიდან. შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: პერორალურად მისაღები კაფსულები, თითოეული მათგანი შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 250 და 500 მგ-ს; სუსპენზიის მოსამზადებელი მშრალი ნივთიერებები 125 მგ/5 მლ-ში და 250 მგ/5 მლ-ში, 60 და 100 მლ ფლაკონებში.