დროპერიდოლი – DROPERIDO
ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. ფარმაკოლოგიური თვისებები – დროპერიდოლი მიეკუთვნება ბუტიროფენონის ჯგუფის წარმოებულ ნეიროლეფსიურ საშუალებას. ხასიათდება ანტიფსიქოზური, კატალეფტოგენური, აგრეთვე სედატიური და ტრანკვილიზური მოქმედებით. იგი ამცირებს ან სრულად თრგუნავს ბოდვებს და ჰალუცინაციებს, აფერხებს ფსიქომოტორული აგზნებადობის პროცესებს, ასუსტებს აფექტურ რეაქციებს, ხსნის განგაშის და მოუსვენრობის შეგრძნებას, აქვეითებს მოძრაობით აქტივობას.