Micrococcus luteus
Micrococcus luteus (ლათ.) – აქტინობაქტერიების სახეობა. ოჯახი Micrococcaceae. უმოძროა, კოკისებრი ბაქტერია-საპროფიტია. წარმოქმნის ტეტრადებს (ოთხი მიკროორგანიზმის გაერთიანება), გააჩნია მკვეთრი ყვითელი ან ოქროსფერი პიგმენტაცია. გრამით იღებება დადებითად ან ვარიაბელურად. სახეობა დადებით რეაქციას იძლევა ურეაზას და კატალაზას რეაქციებზე. მგრძნობიარეა ანტიბიოტიკ ბაციტრაცინის მიმართ. გარემოში გავრცელებულია ნიადაგში, მტვერში, წყალსა და ჰაერში. M. Luteus-ი არის ძუძუმწოვრების და ადამიანის კანის ზედაპირის ნორმალური