Bradyrhizobium jicamae
Bradyrhizobium jicamae (ლათ.) – გრამუარყოფითი, მკაცრად აერობული ბაქტერია. გვარი Bradyrhizobium. ბაქტერიებს შეუძლიათ გლუკოზის, L-არაბინოზის, L-სორბოზის, მელეზიტოზის, გლუკონის და ადიპინის მჟავას შეთვისება. ვერ ითვისებენ მანიტს, მანოზას, L-რამნოზას, N-აცეტილგლუკოზამინს, მალტოზას, ცელობიოზას, ტრეჰალოზს, ფენილაცეტატს და სხვა. ყველა შტამი მგრძნობიარეა ანტიბიოტიკების: კანამიცინის, ტეტრაციკლინის, ცეფუროქსიმის, პოლიმიქსინ B-ს, ერითრომიცინის, ნეომიცინის, ციკლოფლოქსაცინის და გენტამიცინის მიმართ. პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას