Beggiatoa
Beggiatoa (ლათ.) – რიგი Thiotrichales. გვარი გამა-პროტეობაქტერიები. გვარის წარმომადგენლები გვხვდება იქ, სადაც არე მდიდარია გოგირდით. Beggiatoa-ს გვარი მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. განსაკუთრებით მრავლად არიან გოგირდწყალბადის შემცველ წყლებში, ტბების ლამში, ღრმა გეოთერმალურ წყაროებში. მათი აღმოჩენა ასევე შესაძლებელია, ჭაობის მცენარეთა რიზოსფეროში. ძალიან მარილიან წყლებში, Beggiatoa-ს ფილამენტები სხვა ბაქტერიებთან წარმოქმნის თანასაზოგადოებებს. Beggiatoa – მრავალუჯრედიანი (ძაფისებრი) უფერო ბაქტერიაა, ცალკეულ