ენტეროკოკი
ენტეროკოკი (ლათ. Enterococcus) – Enterococcaceae-ის ოჯახის ბაქტერიების გვარი. გრამდადებითი კოკები, წარმოდგენილია წყვილებად (დიპლოკოკები) ან მოკლე ჯაჭვებად. ადამიანის ნაწლავებში ძირითადი სიმბიოზური სახეობებია: Enterococcus faecalis (90—95 %) და Enterococcus faecium (5—10 %). ზოგჯერ სხვა სახეობებთან წარმოქმნიან კლასტერებს, მათ შორის Enterococcus casseliflavus, Enterococcus raffinosus და იწვევენ ისეთ ინფექციებს როგორიც არის: შარდგამომყოფი გზების ანთება, ბაქტერიემია, ბაქტერიული ენდოკარდიტი, დივერკულიტი და