პეპტოსტრეპტოკოკი
პეპტოსტრეპტოკოკი (ლათ. Peptostreptococcus) – ანაერობული გრამდადებითი, არა სპორა წარმომქმნელი ბაქტერიების გვარი. ოჯახი Peptostreptococcaceae. სფერული, მცირე უჯრედები, განლაგდებიან მოკლე ჯაჭვების სახით. გადაადგილებისას იყენებენ წამწამებს. პეპტოსტრეპტოკოკები ნელა მზარდი ბაქტერიებია, ანტიბიოტიკებისადმი მაღალი მგრძნობელობით. პეპტოსტრეპტოკოკები მგრძნობიარენი არიან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ. მიეკუთვნება ადამიანის ნორმალური მიკროფლორის ბაქტერიებს. ბინადრობენ პირის ღრუში, კანზე, ნაწლავებში (ძირითადად, მსხვილ ნაწლავში) და საშოში. ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქ გზებში