ოქროსფერი სტაფილოკოკი
ოქროსფერი სტაფილოკოკი (ლათ. Staphylococcus aureus) – სფეროსმაგვარი გრამდადებითი ბაქტერიის სახეობა. გვარი სტაფილოკოკები. მოსახლეობის დაახლოებით 25-40% არის ამ ბაქტერიის მუდმივი მტარებელი, რომელიც გვხვდება კანის საფარველსა და ლორწოვან გარსში, ისე ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში. S. Aureus-ს შეუძლია დაავადებების ფართო სპექტრის გამოწვევა: კანის დაავადებები (ფერიმჭამელა, იმპეტიგო (შეიძლება გამოიწვიოს Streptococcus pyogenes-მაც), ფურინკული, ფლეგმონა, კარბუნკული), სტაფილოკოკური კანის დამწვრობისმაგვარი სინდრომი,