Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

ბორელია

ბორელია (ლათ. Borrelia) – Spirochaetaceae-ს ოჯახის ბაქტერიების გვარი. რიგი სპიროქეტები. გვარის წარმომადგენლები იწვევენ ადამიანის ისეთ ინფექციურ დაავადებას, როგორიც არის ბორელიოზი – ზოოანთროპონოზული ხასიათის, ტრანსმისიურად გადამდები ინფექცია. გვარი მოიცავს 36 სხვადასხვა სახეობას. სახელწოდება მომდინარეობს ფრანგი ექიმის და ბაქტერიოლოგის ამადეო ბორელის (1867-1936) გვარიდან. ბორელიებს აქვთ წაგრძელებული ფორმა: მათი სიგრძე შეადგენს 11-დან 25 მკმ-ს, სიგანე 0.18-დან 0.25 მკმ-ს.

Read More