ბაქტერია
ბაქტერია (ლათ. Bacteria) – პროკარიოტული მიკროორგანიზმების დომენი. ბაქტერიების სიგრძე ჩვეულებრივ რამდენიმე მიკრომეტრს აღწევს. მათი უჯრედების ფორმები მრავალფეროვანია: ბურთისებრიდან ჩხირისებრ და სპირალის ფორმამდე. ბაქტერიები დედამიწაზე სიცოცხლის პირველი ფორმებია და გვხდება დედამიწის ყველა კუთხეში. ისინი ბინადრობენ ნიადაგში, მტკნარ, ზღვის, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიაქტიურ ნარჩენებში და დედამიწის ქერქის სიღრმეებში. ბაქტერიების უმრავლესობა სადღეისოდ აღწერილი არ არის. ბაქტერიების წარმომადგენლების, მხოლოდ