აქტინომიცეტები
აქტინომიცეტები – ბაქტერიების რიგი. განვითარების გარკვეულ სტადიებზე შეუძლიათ განტოტვილი მიცელების წარმოქმნა, მიცელების განვითარება მიმდინარეობს აქტინომიცეტების არსებობისათვის ოპტიმალური პირობების დროს. ზოგიერთი მეცნიერი, აქტინომიცეტების ბაქტერიულ ბუნებას, ადარებს სოკოს მიცელიუმის წვრილ ძაფებთან. მათი დიამეტრი 04.-1.5 მკმ-ია. აქტინომიცეტების უჯრედის კედელი მჟავაგამძლე ტიპს მიეკუთვნება. გრამის მეთოდით იღებება დადებითად. თუმცა, უჯრედის კედელს სტრუქტურული აგებულების მიხედვით, ახლოს დგას, გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედის კედელთან.