პაპოვავირუსი
პაპოვავირუსი – (პაპოვავირუსი ლათ. Papovaviridae) — ორჯაჭვიანი რგოლოვანი სახის დნმ-ის (5-დან 8 ათასამდე ნუკლეოტიდური წყვილი) შემცველი ვირუსებია. ვირიონებს აქვთ იკოსაედრული, 45-55 ნმ-ის დიამეტრის კაფსიდი, რომელიც 72 კაფსომერისგან შედგება. არ აქვთ ლიპიდური გარსი (სუპერკაფსიდა). სადღეისოდ Papovaviridae-ს ოჯახი იყოფა ორ ჯგუფად: Polyomaviridae (პოლიომავირუსები) და Papillomaviridae (პაპილომავირუსები). პოლიომავირუსები. კაფსიდის დიამეტრი დაახლოებით 45 ნმ-ია. გენომის ზომა 5 კილობაზა. ამ