Paenibacillus
Paenibacillus (ლათ.) – გრამდადებითი, სპორაწარმომქმნელი ჩხირისებრი ბაქტერია. გვარში შედის Paenibacillus larvae, რომელიც ფუტკრების ბაქტერიულ დაავადებას – ამერიკულ სიდამპლეს (ინგლ. American foulbrood) იწვევს. Paenibacillus polymyxa არის ცნობილი ანტიბიოტიკის – პოლიმიქსინების მასინთეზირებელი. ქემოორგანოჰეტეროტროფია. აერობი ან ფაკულტატური ანაერობი. შეუძლია ბიოპოლიმერების ჰიდროლიზი. ზოგიერთი სახეობა ასინთეზებს ცელულაზებს და აგარაზებს, შესაბამისად იწვევენ ცელულოზას და აგარ-აგარის სინთეზს. Paenibacillus naphthalenovorans შეუძლია ნაფტალინის დესტრუქცია,