Micrococcus flavus
Micrococcus flavus (ლათ.) – მიკროკოკების სახეობა. LW4T შტამის უჯრედები გრამდადებითი კოკებია. შოლტები არ გააჩნია. კოლონიები ყვითელია, გლუვი, მრგვალი. საკვებ არეზე კულტივირებიდან სამ დღეში, იზრდება მისი უჯრედების დიამეტრი. აერობია. ზრდის ტემპერატურა 26—34 °С, ხოლო рН 5—9. ოპტიმალური ზრდა შეინიშნება 30,5-31,5 °С და рН 6,0-6,2-ზე. M. Flavus-ს უჯრედის კედლის შემადგენლობაში აქვს იშვიათი ტიპის პეპტიდოგლიკანი, რომელიც აგებულია L-Lys-პეპტიდისაგან.